
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლელშიც ნათქვამია, რომ: საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორქი ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს. ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. გიორგი ქვილითაიას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ფეხბურთელი მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს.
ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. ფეხბურთელის ოპერაცია ბელგიაში ორშაბათს დაიგეგმა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება ფეხბურთელი საკუთარ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილიათაიას, ტრამვის გამო, გარკვეული პერიოდი იძულებით შესვენება მოუხდა. ის საფეხბურთო მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და სულ რამდენიმე მატჩი, მათ შორის, ერთ სანაკრებო შეხვედრა გამართა 6 სექტემბერს ასტანაში. წინასწარი ვარაუდით ტრავმის სირთულიდან გამომდინარე ქვილითაიას დაახლოებით 4 თვე დასჭირდება სარეაბილიტაციოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებს მინდორზე დაბრუნებას. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ქართველი ფორვარდის ტრამვის სირთულის შესახებ, ბელგიაში ოპერაციის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
TSFF.GE გამოჯანმრთელებას და მწყობრში მალე დაბრუნებას უსურვებს ფეხბურთელს.





ჩვენ








