თბილისის მერის მიმართვა თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს
თბილისის მერის მიმართვა თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს
09.09.2018
ავტორი:

უეფას ერთა ლიგის საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების წინ თბილისის მერმა კახი კალაძემ, სოციალური ქსელის პირად გვერდზე ვიდეო-მიმართვა, რომელიც გვიან ღამით გაავრცელა:

„დღევანდელი ვიდეო მიმართვა უკავშირდება საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს, რომელი გაიმართება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ხვალინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ გვინდა ეს წარმატება, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ჩვენს ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ. სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიციაც, კომფრომტაციის თუ პროვოკაციის სურვილი. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც სპორტისგან და ფეხბურთისგან შორსაა და არეულობის სირცხვილის მომტანია. დავანახოთ, საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ-დს მსოფლიოს ჩვენი ერთობა, ქვეყნის ერთობა, ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა. ჩავიცვათ ნაკრების მაისურები, ავაფრიალოდ საქართველოს ეროვნული დროშა და ვიყოთ გულწრფელები, გუნდის გულშემატკივრობისას. მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს, პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში. პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს, არა ერთმანეთისგან გაუცხოება და შუღლი, არამედ, ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ხვალინდელ მატჩში და მე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, ნაკრები, გულშემატკივარი, სრულად საქართველო ხვალ ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისა. მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე და ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. კიდევ ერთხელ მინდა, გულწრფელად წარმატებები ვუსურვო ჩვენს ნაკრებს და მგონია, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში" - ნათქვამია კახი კალაძის მიმართვაში.

უეფა-ს ერთა ლიგის მეორე კალენდარული შეხვედრა საქრათელოსა და ლატვიის გუნდებს შორის დღეს, 9 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრა 20:00 დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთები TKT.GE -ზე და „დინამო არენის" სალაროებში ჯერ კიდევ იყიდება.

ვიდეო-მიმართვა