მე ვარ ის ერთი!
მე ვარ ის ერთი!
09.09.2018
ავტორი:

„არ შეაგინო" შემდეგ, „მე ვარ ის 1" არის მორიგი მოქალაქეობრივი პროტესტი, რომელიც სპონტანურად, ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივარში დაიბადა. თავდაპირველად, ახლაგზარდა პროგრამისტმა „არ შეაგინო" მაისურით, თბილისში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის დროს მოსული გულშემატკივრის ქცევა გააპროტესტა.

მაშინ, როდესაც საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა მიშკა ფანქველაშვილი, რომელიც არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ ეროვნული ლიგის მატჩებსაც ესწრება შეძლებისდაგვარად და არ არის არც ერთი ფან-სექტორის წევრი, გულშემატკივართა ერთი ნაწილის ქცევით აღშფოთდა.



„თუ სწორად მახსოვს პორტუგალიასთან იყო თამაში. სტადიონზე იყო კაცი, 16 წლის შვილთან ერთად მოსული. ძალიან კარგად თამაშობდნენ ჩვენები, მართლა ძალიან კარგად და ერთ მომენტში ლაკვეხელიანს დაიცდა ფეხი, არადა ძალიან მაგრად თამაშობდა. ამ  კაცმა ფეხბურთელს გინება დაუწყო. გული მეტკინა. ამ დროს იმ კაცის შვილი, მთელი 2 ტაიმი, ვიღაცას მობილით ემესიჯებოდა. ძალიან მეტკინა ამ ყველაფერზე გული და ვფიქრობდი, ბიშების მიმართ, ჩემი თანადგომა როგორ გამომეხატა და ბოლოს, ამ ფორმით გადავწყვიტე გვერდში დგომა გამომეხატა", - ამბობს მიშკა ფანქველაშვილი.

მაშ შემდეგ, რაც ქართულ საზოგადოების ერთ მცირედ ნაწილში და სენსაციების მოყვარულ მედიაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის მიმართ შეურაცხმყოფელი კამპანია აგორდა, ქართული ფეხბურთის ქომაგს, საყვარელი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიმართ, თანადგომის იდეა გაუჩნდა. ამბობს, რომ დიდხანს ფიქრობდა და ერიდებოდა „კაშოსთვის" ერთობლივი ფოტოსურათის გადაღება ეთხოვა. საგანგებოდ, მის მხარდასაჭერად დამზადებული მაისური კი, ნაკრების ერთ-ერთ პერსონალს მიაწოდა და ამ გზით ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშის ავტოგრაფიც აიღო.




„კაშოს თემას რაც შეეხება, ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ ასეთი ზღაპრული ადამიანი, მართლა კარგი ადამიანი, ცუდი, სპეციალურად რომ უნდა გამოუძებნო, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა... უმიზეზო, მიზეზი, რომ უნდა გამოუნახო იმისთვის, რომ ლანძღო ეს ზღაპრული ადამიანი. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გამომეხატა ჩემი პროტესტი ამ სიტუაციის მიმართ, რომ არც კაშია ჩამეგდო ცუდ მდგომარეობაში და ჩემი პოზიციაც დამეფიქსირებინა. ვთვლი, რომ საქართველოში ლგტბ-ს მომხრეები, ისეთ ქმედებებს ჩადიან, რომ კაშიას უარეს ვითარებაში აყენებენ და ესეც მაღიზიანებს. იმედია, „კაშო" არ აქცევს ყურადღებას ასეთ რაღაცეებს. მაქსიმალურად ვეცადე, ლამაზი სიტყვებით, ლამაზი სურათით გამეკეთებინა ეს ყველაფერი. მგონი გამომივიდა. „კაშოსთან" ფოტოს გადაღებაც კი მერიდებოდა, ხელი „მჭდლოს" და „ქვილითას" ჩამოვართვი, მეტთან ვერ გავბედე", - ამბობს მიშკა ფანქველაშვილი.

უეფა-ს ერთა ლიგის მეორე კალენდარული შეხვედრა საქრათელოსა და ლატვიის გუნდებს შორის დღეს, 9 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრა 20:00 დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთები TKT.GE -ზე და „დინამო არენის" სალაროებში ჯერ კიდევ იყიდება.