თამაშის დღეს, დღის 12 საათისთვის 30000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული
თამაშის დღეს, დღის 12 საათისთვის 30000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული
09.09.2018
ავტორი:

თამაშის დღეს, დღის 12 საათისთვის 30000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული. ამის შესახებ TSFF.GE-ს სფფ-ს წარმომადგენლებმა აცნობეს. სტატისტიკურად, თამაშის დღეს, დროის ამ მონაკვეთში გაყიდული ბილეთების რაოდენობა, იმაზე მიუთითებს, რომ დღეს, „დინამო არენაზე" უეფას ერთა ლიგის საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების თამაშზე ანშლაგია მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე სავალდებულოა, გულშემატკივარმა დაიცვას ყველა ის მითითება და ინსტრუქცია, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 კვირაა საკუთარი ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების დახმარებით ავრცელებს. სტადიონზე შესასვლელი ტურნიკეტები თამაშამდე 3 საათით ადრე, ანუ 17:00 საათიდან გაიხსნება.



„გაყიდული ბილეთების რაოდენობა 30000-ს გადასცდა. მატჩის დაწყების დღეს რაც იმის საწინდარია, რომ თამაშამდე დარჩენილ დროში, ბილეთებს მეორე ნახევარი ყიდულობს. მითითებული კარიდან შესვლა, იმიტომაა სავალდებულო, რომ სტადიონზე კარებები (ტურნიკეტები) დაყოფილია რაოდენობების მიხედვით. მაშინ როდესაც სტადიონზე შედის 53000 გულშემატკივარი, შესასვლელები დაყოფილია თანაბრად, მეტ-ნაკლებად გამტარიანობისდა მიხედვით. გულშემატკივარი ასე, თანაბრად შევა ყველა კარიდან და ტურნიკეტიდან. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ არ შეიქმნას, რიგი და ჭეჭყვა", - ამბობს ნიკოლოზ ჯღარკავა, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს ერთა ლიგის მატზე დასასწრებად მოსულ გულშემატკივარს, რამდენიმე კვირაა აფრთხილებს, რომ სტადიონზე შესვლისას იმ კარით ისარგებლოს, რაც კონკრეტულად მათ ბილეთებზეა მითითებული. სადემონსტრაციოდ, სფფ-მ სპეციალური ვიდეორგოლიც კი გაამზადა და გაავრცელა.




ამ გაფრთხილებების მიუხედავად, გუშინ, „დინამო არენაზე" სალაროებთან მისულები, ყოველი შემთხვევისთვის დავვინტერესდით, რამდენად იცოდა გულშემატკივარმა თუ რომელი კარიდან უნდა შესულიყო თამაშზე. აღმოჩნდა, რომ ბევრისთვის ინფორმაცია, რომელიც სფფ-მ დაწვრილებით აღწერილი გაავრცელა, მაინც უცნობი იყო.

საქართველო-ლატვიის მატჩზე მოსული გულშემატკივარი, სტადიონის ტერიოტიაზე უნდა შევიდეს კონკრეტულად მითითებული კარიდან, კონკრეტულ ზონაში. ამის საილუსტრაციოდ, გთავაზობთ ერთი კონკრეტული კარის (გეითის) ნიმუშს. შესავლელი კარებები (ტურნიკეტები) დაყოფილია ფერებისა და ალფავიტის მიხედვით. სტადიონის სალაროებში კი გუშინ ბილეთების გაყიდვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.