ერთიანობა, ისე როგორც არასდროს დღეს, ქართულ ფეხბურთს სჭირდება
ერთიანობა, ისე როგორც არასდროს დღეს, ქართულ ფეხბურთს სჭირდება
09.09.2018
ავტორი:


ყველა იმ ადამიანის, გულშემატკივრის უსაფრთხოება ყოველთვის იყო და არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტი, რომლებიც ქვეყნის სტადიონებზე სანაკრებო მატჩებს ესწრება. სფფ-ს პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც დღეს ფედერაციის ოფიციალურმა გვერმა გაავრცელა ნათქვამია, რომ მატჩს ტრადიციულად ესწრება უეფა-დან მოვლენილი დელეგეტი, რომელსაც აქვს კონკრეტული მითითებები და უფლებამოსილება. ნებისმიერი საქციელი, რაც შეიძლება მოხდეს სტადიონის ტრიბუნაზე და სათამაშო მოედანზე, ტრადიციულად მის ანგარიშში აისახება.

„თუ რაიმე სახის ქმედება ხდება ტრიბუნაზე, გადაწყვეტილებას იღებს დელეგატი. მას შეუძლია თამაშის ჩაშლა, თამაშის შეწყვეტა, რაც ჩვენთვის, ქართული ფეხბურთისთვის იქნება კატასტროფა. ჩვენ ეს არ გვჭრდება და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული გულშემატივარი გაითავისებს თავის პასუხისმგებლობას და მოვა იმისთვის, რომ ნაკრებს დაუდგეს გვერდში და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. მომდევნო ნაბიჯი, საერთო მიზნისკენ" - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.

სფფ-ს პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მატჩის არასპორტული მხარის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამოც გააკეთა და უპირველესად ქართველ გულშემატკივარს შეახსენა, უეფა-ს ერთა ლიგის საქართველო-ლატვიის მატჩის სპორტული მნიშვნელობა.

დღეს, ნამდვილად ბოლო წლებში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი არის ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ქყვეყნისთვის. ვინაიდან, ყველამ იცით, რომ ერთა ლიგის თასის, გათამაშების მორიგი თამაშია. მას შემდეგ, რაც პირველი 3 ქულა მოვიპოვეთ ყაზახეთში, პირველ ოფიციალურ მატჩს ვატარებთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში და ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი არის. დღეს, ალბათ, როგორც არასდროს, ჩვენს ნაკრებს, ჩვენს ბიჭებს, პირველ რიგში სჭირდებათ ტრიბუნა, გულშემატკივარი, რომელიც დარწმუნებული ვარ ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ ყოველთვის, დღესაც გვერდში დაუდგებიან ჩვენს ნაკრებს. ეს არის ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, მას შემდეგ, რაც ყაზახეთში მოვიგეთ. ერთი ნაბიჯი გადავდგათ, იმ საერთო წარმატებისთვის, რაც ოცნება აქვს, ყველა ქართველს და მათ შორის რასაკვირველია ფეხბურთელებსაც და ჩვენც.

მინდა ყველას ვთხოვო და წინასწარ გადავუხადო მადლობა სტადიონზე მობრძანებისთვის და მოვუწოდო, რომ ვინც მოვა სტადიონზე და ის, ვინც ვერ მოახერხებს მოსვლას, დავიცვათ წესრიგი. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან დღეს ჩვენს გუნდს სჭირდება გვერდში დგომა. დღეს ჩვენს გუნდს, სჭირდება ის გულშემატკივარი, რომელიც პირველი წუთიდან, მატჩის დასრულებამდე იქნება მათ გვერდში, ვიქნებით ერთიანები ტრიბუნაზე.

ჩემთვის, მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, ყველა იმ ადამიანის, ვინც დღეს მოვა სტადიონზე. ვთხოვ ყველას, რომ პირველ რიგში, გაითვალისწინონ და არ დაუშვან ისეთი სახის ქმედებები, რომელმაც შეიძლება, რაიმე სახის ნეგატიური გავლენა იქონიოს, როგორც თამაშის ხარისხზე, თამაშის მიმდინარეობაზე, ასევე შედეგზე.

ვთხოვ, ყველას, რომ დავანახოთ ჩვენი ერთიანობა. ჩვენ გვჭირდება ის გულშემატკივარი, რომელიც 90 წუთი ნაკრებს დაუდგება გვერდში. ნუ დავუშვებთ, რომ ტრიბუნებზე რაიმე სახის ნეგატივი მოხდეს, ვინაიდან ეს შესაძლოა, ძალიან ცუდად აისახოს ქართულ ფეხბურთზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანები", - ამბობს ლევან კობიაშვილი.

უეფა-ს ერთა ლიგის მეორე კალენდარული შეხვედრა საქრათელოსა და ლატვიის გუნდებს შორის დღეს, 9 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრა 20:00 დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთები TKT.GE -ზე და „დინამო არენის" სალაროებში ჯერ კიდევ იყიდება.

სტადიონის კარებები (ტურნიკეტები) 17:00-დან გაიხსნება.

 

სფფ-ს ფოტო / ავტორი ლაშა კუპრაშვილი