
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე გიორგი ქვილითაია, რომელმაც სკ „ზესტაფონის" ბაზაზე, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, ბრიუსლში იმყოფება. ქვილითაიამ მატჩის წინ TSFF.GE-სთან მომენტარი გააკეთა და ეროვნულს წარმატება უსურვა.
„ამჯერად ოპერადიის მოლოდინში ვარ. ოპერაცია ხვალ გამიკეთდება და რეაბილიტაციას ბელგიაში გავივლი. ჩემს გუნდს, საქართველოს ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ და კიდევ ერთ 3 ქულას. ახლა, რაც ყველაზე მეტად მჭირდება სწორედ ნაკრების გამარჯვებაა და სიხარულია! მე მათ გვერდით ვარ და მჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ", - ამბობს გიორგი ქვილითაია.
დღეს დილით, ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით, ქვილითაიას რეაბილიტაციას 4 თვე დასჭირდება.





ჩვენ








