
''დინამო არენაზე'' საქართველოს ეროვნულმა ნაკრება ერთა ლიგის მეორე შეხვედრა ლატვიის ეროვნულ ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილია, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ კვლავ ჩვეულ ფორმაშია.
„შედეგით კმაყოფილი ვარ, ლატვიის გარღვევა რთული იყო, რადგან ათივე ფეხბურთელი დაცვაში იდგა. ვცდილობდით, ფლანგიდან ჩაგვეწოდებინა, მაგრამ ამისთვისაც მომზადებულები იყვნენ. ჩაკვეტაძემ კარგი პენალტი „აიკიდა" და მე კიდევ მისი რეალიზაციაც მოვახერხე. ვერ გადმოვცემ როგორი გრძნობა იყო დიდხნიანი პაუზის შემდეგ გულშემატკივრის წინაშე წარდგომა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმის გამო გრძელი სანაკრებო შესვენება გამოიუვიდა. ვლადიმირ ვაისი, მთელი ამ პერიოდის მანძილზე აცხადებდა, რომ ოქრი გუნდს აკლდა. უეფა-ს ერთა ლიგის პირველ თამაშზე კი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ქართველთა 10-ანი ყაზახების წინააღმდეგ, სულ 15 წუთი გამოუშვა მოედანზე. თუმცა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თორნიკე ოქრიაშვილს მომდევნო თამაშებში უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
მასალა მოამზადა ნინი ვაშაკიძემ





ჩვენ








