ეროვნული ლიგის 24-ე ტური დღეს, გორში დასრულდება
ეროვნული ლიგის 24-ე ტური დღეს, გორში დასრულდება
27.08.2017
ავტორი:

დღეს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართება. "დილა" - "კოლხეთი 1913"-ს უმასპინძლებს.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი 26 აგვისტოს, სამტრედიაში გაიმართა. იმერულ დერბიში, სატურნირო ცხრილის მე-2 და მე-3 საფეხურზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. "სამტრედიისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გუნდებმა, ის პოზიციები შეინარჩუნეს, რასაც ამ ტურამდეც ფლობდნენ. "ტორპედო" კვლავ მეორე, "სამტრედია" კი მესამე საფეხურზე არის.

სამაგიეროდ, "დინამო თბილისმა" მადევრებს 2-ით მეტი ქულით გაუსწრო. ორი, ბათუმისა და თბილისის, "დინამოს" დაპირისპირებაში მატჩის ბედი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გადაწყდა. თბილისელებს გამარჯვება და 3 ქულა აკაკი შულაიამ მოუტანა. თბილისელებმა, ბათუმის რაგბი არენაზე, მასპინძლებს 2:1 მოუგეს.  ახლა "დინამო თბილისს" 56 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და უშუალო მდევარს, ქუთაისის ტორპედოს 8 ქულით უსწრებს.

24-ე ტურის შემდეგ, #ეროვნულლიგაზე სანაკრებო შესვენება ცხადდება.