
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის პირველივე დღეს, გათამაშებას ელიგის მონაწილე 4 გუნდი გამოეთიშა. მომდევნი ¼ ფინალში ქარტული ტოპ-გუნდებიდან მხოლოდ „დინამო თბილისი" და „ტორპედო" შემორჩნენ.
ტორპედოელებმა 19 სექტემბრის სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა ჩაატარეს. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „ტორპედომ" „რუსთავს" უმასპინძლა. ისევე როგორც ამ გუნდების შეხვერა ელიგის ერთ-ერთ ბოლო ტურში, სათასო მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. ალბათ, ასევე დასრულდებოდა დამატებითი ტაიმებიც, რომ არა შეხვედრის 114-ე წუთზე რუსთაველთა მეკარის შეცდომა, რომლითაც კარგად ისარგებლა თორნიკე კაპანაძემ და თავით გადაგზავნა ბურთი რუსთაველთა კარში. ამ მომენტიდან ზუსტად სამ წუთში კაპანაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა ზუსტად და საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 2-0.
მარტვილში, დაბადების დღე მიულოცეს კახი კაჭარავას „დინამო თბილისის" ფეხბურთელებმა და კლუბის ფან-კლუბმა. თუმცა, შედეგის მიუხედავად, გუნდის თამაშიდან გამომდინარე დინამოელთა თავკაცს იუბილარობა ნაკლებად ახარებდა. „დინამო თბილისმა", მარტვილში, ადგილობრივ „მერანთან" მინიმალურისხვაობით, 1-2 იმარჯვა და დ. ყიფიანის თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. 27-ე და 79-ე წუთზე გოლები ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. შეხვედრის საბოლოო შედეგი 91-ე წუთზე მარტვილელმა გიორგი ციმაკურიძემ თავური დარტყმით დააფიქსირა.
"მცხეთა პარკზე" თბილისის "ვიტ-ჯორჯიამ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა, 64-ე წუთზე საჩხერელთა კარი პაატა ღუდუშაურმა აიღო. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს. საკუთარ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები ლაშა ჩიკვაიძემ შეუნარჩუნა, რომელმაც მოგვიანებით, პენალტების სერიაში, 11-მეტრიანი გააცუდა. ამ ორთაბრძოლაში, საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელიც "ვიტ-ჯორჯიამ" უკეთ შეასრულეს და 3:0 დაამარცხეს მეტოქე.
შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა ლიგა 3-ის წარმომადგენელმა ლანჩხუთის "გურიამაც". გურულებმა საკუთარ მოედანზე "სამტრედიას" უმასპინძლეს და დამაჯერებლად, ანგარიშთ 3-1 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-12 წუთზე სტუმრებმა გიორგი ერისთავის გოლით გახსნეს. სწრაფი გოლის მიუხედავად ლანჩხუთელები ბრძოლას არ გამოეთიშნენ და მალევე ანგარიში გაათანაბრეს, მე-14 წუთზე თავი კარლო ჯიქიძემ გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს "სამტრედიას" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჯიქიძემ შეასრულა, დუბლიც გაიფორმა და "გურია" დააწინაურა. იმერლებს წონასწორობის აღდგენის საშუალება მეორე ტაიმის სტარტზე შეეძლოთ, მაგრამ 11-მეტრიანი გიორგი ერისთავმა ვერ გამოიყენა. საბოლოო შედეგი კომპენსირებულ დროში დაფიქსრიდა, დავით კუპატაძეს მესამე გოლი ზურაბ გელაშვილმა გაუტანა.
მეოთხედფინალშიკიდევ ერთი ქვედა ლიგელიითამაშებს. "თელავმა" საკუთარ მოედანზე გორის "დილა" მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრა 20 სექტემბერს გაიმართება.





ჩვენ








