დავით ყიფიანის თასზე გუნდები 1/4-სთვის დაწყვილდნენ
დავით ყიფიანის თასზე გუნდები 1/4-სთვის დაწყვილდნენ
21.09.2018
ავტორი:

დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე გათამაშების ბოლო შეხვედრები, 20 სექტემბერს გაიმართა და შემდეგი შედეგებით დასრულდა:"ვიტ ჯორჯია 2" - "გაგრა" 1-2"გარდაბანი" - "შუქურა" 0-3"ლიახვი ცხინვალი" - "მეტა" 2-5შესაბამისად, ამ შეხვედრების შემდეგ გაირკვა იმ 8 გუნდის ვინაობაც, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გააგრძელებდნენ ასპარეზობას.
1/4 ფინალის წილისყრაში, შესაბამისად ეროვნული ლიგიდან ორმა, ეროვნული ლიგა 2-დან ოთხმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან თითო გუნდმა მიიღო მონაწილეობა. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 
"მეტა" - "გაგრა"
"გურია" - "დინამო თბილისი"
"შუქურა" - "ტორპედო"
"ვიტ ჯორჯია" - "თელავი"სფფ-ს ცნობით, 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება. 
ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.