მე-12 ტურის შემდეგ პირველი 3 ქულა და ტრიბუნალის ურყევი პოზიცია
მე-12 ტურის შემდეგ პირველი 3 ქულა და ტრიბუნალის ურყევი პოზიცია
21.09.2018
ავტორი:

ფოთის „კოლხეთი 1913"-მა ეროვნული ლიგის გათამაშების 25-ე ტურის სასტარტო დაპირისპირებაში თბილისის „ლოკომოტივი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ფოთის „პარკი არენაზე", მასპინძლებმა გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში 11-მეტრიანით გაიტანეს. „კოლხეთი 1913"-მა მე-12 ტურის შემდეგ პირველად მოახერხა 3 ქულის აღება. ახლა, ფოთელებს 12 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე არიან. დღევანდელი მდგომარეობით, „კოლხეთი 1913", 1 ქულით ჩამორჩება „სამტრედიას" და 8 ქულით ბოლნისის „სიონს".  შეგახსენებთ, რომ „კოლხეთს" სადისციპლინო დავების განმხილველი კომიტეტის  გადაწყვეტილებით 6 ქულა აქვს დაკლებული.  

სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ფოთელებიც, რომელთა საჩივარი, 19 სექტემბერს, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომზე ზეპირი მოსმენის გარეშე ფოთის „კოლხეთი 1913"-ის განიხილეს. ფოთელებმა 3 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილობას, კერძოდ ფინანსური სანქციის შენარჩუნებას, ხოლო დაკლებული ქულების აღდგენას ითხოვდნენ.

3 ივლისს, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, „კოლხეთი 1913"-ს, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე 6 ქულა დააკლეს და 10 000 ლარით დააჯარიმეს. კლუბის 5 მოთამაშეს კი 6-თვიანი დისკვალიფიჯაცია და ფულადი ჯარიმები დაუწესეს.

სფფ-ს ოფიციალური გვერდის ცნობით, სპორტული ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ზურაბ ბიწაძემ, არ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი, უცვლელი დატოვა კლუბისთვის დაკისრებული სანქციები ჯარიმისა და სატურნირო ცხრილში ქულების დაკლების ნაწილში და ამასთანავე  კლუბს დამატებით დაუწესა პირობითი სპორტული სანქცია, დისკვალიფიკაცია 1 წლის ვადით. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ცოტა ხნით ადრე, ამავე ტრიბუნალმა განიხილა ფეხბურთელების კერძო სარჩელები და ხუთიდან ოთხს, დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა. სადისციპლინოს ვერდიქტიდან, ძალაში მხოლოდ ფულადი ჯარიმები დატოვა. მე-5 დასჯილი ფეხბურთელის, ლაშა გოგონაიას, მასთან მიმართებით ტრიბუნალმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ძალაში.