
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 23 სექტემბერს გერმანიაში გაემგზავრებიან. ავთანდილ ასათიანის გუნდი 24 და 25 სექტემბერს, გერმანიის ნაკრებთან 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩებისთვის რომლებიც ჰამბურგში გაიმართება, ქართველთა გუნდი 5-6 დღეა ემზადება.
„გერმანიის ნაკრებმა, ბოლო დღოს საკმაოდ მოუმატა ფუტსალში. გამომდინარე აქედან, მშვენიერი 2 ამხანაგური თამაში გვექნება. ასეთი სპარინგები, კარგი იქნება ფეხბურთელებისთვის, შემატებს მათ გამოცდილებას, წაგვადგება ჩვენც მწვრთნელებსაც. რადგან გვაქვს სქემები, გეგმები და ეს ყველაფერი ამხანაგური თამაშების დროს უნდა გამოვიყენოთ მოედანზე. ახლაც, შევხედავთ რა და როგორ გაამართლებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ"- ამბობს, ავთანდილ ასათიანი.
ავთანდილ ასათიანი, ამ ეტაპზე ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე ფეხბურთელები ახალი სახელებით ჩაანაცვლა. თუმცა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხაზსს უსვამს იმ გარემოებას, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და გერმანიასთან სათამაშოდ არმოხვედრილი მოთამაშეები, სხვა მატჩების დროს, შესაძლოა კვლავ დაბრუნდნენ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

„საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი ვისი ნახვაც მინდოდა, ყველა ჯანმრთელია. ტრავმების გამო ამ შეკრებაზე არავინ გვაკლია. ბევრს, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე უწევს თამაში ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ ერთი პრობლემა ის არის, რომ 5 ფეხბურთელი პირდაპირ გერმანიაში შემოგვიერთდება. მათ ჩვენთან ერთად ვერ გაიარეს ეს შეკრება. გერმანიაში შემოგვიერთდება ზვიად კუპატაძეც, რომლის გუნდთანაც მიღწეულია შეთანხმება. მოგეხსენებათ, მის გუნდსაც ევროპის ჩემპიონთა ლიგა აქვს სათამაშო. ნაკრებთან ერთად ვერ იქნება სამწუხაროდ ერთი ბრაზილილეი - თალეს დამატა. თუმცა, მეორე ბრაზილიელი სიმი საიოტი ჩვენთან ერთად არის", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
გერმანიაში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულები არიან მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ვალეტა,მალტა); წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), სიმი საიოტი (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი,თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), შოთა ჭანუყვაძე (თელასი, თბილისი) მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა,მალტა) რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (ხერსონი, უკრაინა), გიორგი ნიშნიანიძე (ტატიშვილი, თბილისი).
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ გერმანიათან ორი სპარინგი არის კარგი შანსი ფეხბურთელებისთვის. ჩვენთან საუბარში, თავად ფეხბურთელები ამბობენ, რომ ნაკრები მიუხედავად გერმანული ფუტსალის გააქტიურებისა, შეეცდებიან მომდევნო 2 ამხანაგურ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგის ჩვენებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის გერმანიაში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.





ჩვენ








