თბილისის „დინამო“ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
თბილისის „დინამო“ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
22.09.2018
ავტორი:

თბილისში, სპორტის სასახლეში გამართული პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის შემდეგ ნათელი იყო, რომ ირაკლი ხოშტარიას არ ეყო ერთკვირიანი ვადა ლეგიონერები და ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებული კალათბურთელები შეეთამაშებინა. ამასთან, საკალათბურთო კლუბში თბილისის „დინამო", იმ გუნდისგან რომელმაც 2017-2018 წლების სეზონზე საქართველოს სუპერლიგა, სუპერთასი და დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, ფაქტიურად აღარავინ დარჩა.

თბილისში განცდილი მარცხის შემდეგაც, ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩამდე „არისთან" დინამოელებს, მხოლოდ 1 დღე ჰქონდათ გონზე მოსასვლელად. სალონიკში, „ნიკ გალის ჰოლში", სადაც უფრო სიმყუდროვე იყო ბერძენი გულშემატკივრების მხრიდან, ვიდრე აქ, თბილისში, პირველი მეოთხედი ქართულმა კლუბმა 26-16 წააგო.

მეორე მეოთხედის დასაწყისში, დინამოელებმა 10-ქულიანი სხვაობა ერთ მომენტში 6 ქულამდე დაიყვანეს. თუმცა, ეს იყო ერთად-ერთი მომენტი მთელს თამაშში, როდესაც თბილისელები „არისს" მიუახლოვდნენ. აღნიშნული მეოთხედი ქართველმა კალათბურთელებმა 23-18 წააგეს. პირველი ტაიმის შემდეგ, კი საერთო ანგარიში 49-32 იყო ბერძნების სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი დინამოელებმა სუსტად დაიწყეს, რითაც კარგად ისარგებლეს სალონიკის გუნდის წევრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ ანგარიშის გაზრდა დაიწყეს. შედეგად ამ მეოთხედში „დინამომ", მხოლოდ 8 ქულის აღება მოახერხა, პერიოდი კი 23-8 დასრულდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ქართულ გუნდს ამ თამაშის, მხოლოდ საფინალო სასტვენამდე მიყვანაღა დასჭირდებოდათ.

საბოლოოდ, თბილისის "დინამომ" კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაც სტუმრად, საშინაოს მსგავსად "არისთან" წააგო. ამჯერად,  92-54 და ორი მატჩის ჯამში, სადაც ქულათა შეფარდება 182-118 წინააღმდეგ, ასპარეზობას გამოეთიშა.

დინამოელთაგან დღეს ყველაზე მეტი 14 ქულა რეჯერ დოუელმა დააგროვა. 10-ქულიან ნიშას კი, განსხვავებით პირველი მატჩისგან, დოუელის გარდა მიხეილ ჭოჭუამ (13 ქულა) და დომაგოჟ ბუბალომ (10 ქულა) გადააბიჯეს. სხვათა შორის, ხორვატი, ისევე როგორც თბილისურ მატჩში,  ყველაზე სარგებლიან მოთამაშედ დაასახელეს „დინამოში".

დინამოელები თბილისში კვირას დაბრუნდებიან და საქართველოს სუპერთასისთვის და დუდუ დადიანის მემორიალისთვის მოემზადებიან, რომელიც ოქტომბერში აიღებს სტარტს.