
18 სექტემბრიდან საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010", ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ასპარეზობას ქუთაისის „ქაუთაისი 2010" დაიწყებს. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ტურნირი ანტალიაში გაიმართება. ქართველების ჯგუფში სლოვაკური „ლევიცე", კოსოვოს „ტრეპცა" და კვიპროსული „რეპჩა კერავნოსი" არიან. საკმაოდ საინტერესო და „ლაბირინთული" ფორმატის თანახმად, 1/4 ფინალებში „რეპცა"-„კერავნოსს", ხოლო „ქუთაისი" - „პატრიოტ ლევიცეს" დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში, პირველ წყვილში გამარჯვებული ჩეხურ „ნიმბურკს", ქუთათურთა წყვილში გამარჯვებული კი, ესტონურ „კალევს" შეხვდება. უკვე ამ წყვილებში გამარჯვებულები, ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. ფინალის მოგების შემდეგ, კი, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში ჩაჯდებიან, სადაც მიუნჰენში გამართული წილისყრის შემდეგ, უკვე მოხვდნენ თურქული „გალათასარაი", ბერძნული „პრომეთეასთა პატრასი" და გერმანული „რასტა ფეხტა".
რა თქმა უნდა დებულების მთელი ეს თავსატეხი უფრო ტექნიკური მენეჯერების და ანალიტიკოსების თავსატეხი უფროა, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელს და მოთამაშეებს, ამ „ამ ლაბირინთში" მოძრაობას გაუადვილებს. მანამდე კი, კოტე ტუღუშის გუნდი, უკვე რამდენიმე დღეა აღნიშნული თამაშებისთვის და ქართული საკალათბურთო სუპერლიგისთვის, რომელიც არც თუ ისე შორსაა, უკვე რამდენიმე დღეა ემზადება. ბათუმში ჩატარებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ, „ქუთაისი 2010" ლატვიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ვალმიერაში მოსამზადებელი ციკლის მეორე ეტაპს გადის. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, ტუღუშის გუნდის ოთხი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, რომელთაგან ერთი, უკვე გამართა, ლატვიის ვიცე-ჩემპიონის „რიგა ზელის" წინააღმდეგ და დაძაბულ ბრძოლაში, ექვსი ქულით, 86-92 გაიმარჯვა.
ახალი სეზონის დასაწყისში, საქართველოს საკალათბურთო მოქმედი ჩემპიონის რიგებში გარკვეული ცვლილებებია. ინფორმაციით, რომელიც კლუბის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა, გუნდიდან ოთხმა კალათბუბრთელმა დავით ლომიძემ, ომარ კალჰუნმა, მარქუს გილსონმა და დეტრეკ ბრაუნინგმა დატოვეს. გუნდმა, ორი ლეგიონერი ელია ჯოინერი და ჯოშუა ფორტუნი დაიმატა. თუმცა, ნამატის სახით, ალბათ, უფრო საინტერესოა, ეროვნული საკალათბურთო კალათბურთელის, ბექა ბექაურის გადასვლა, „ქუთაისი 2010"-ში.
აქვე გეტყვით, რომ ახალი სეზონისთვის გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: ბაქარ ბერეკაშვილი (#0), ელაია ჯოინერი (#2), ნიკოლოზ სოსელია (#3), გიორგი ოჩხიკიძე (#7), დაჩი ქავთარაძე (#8), თემო დვალიშვილი (#10), გიორგი კორსანტია (#12), გიორგი სულაბერიძე (#15), მიხეილ ბერიშვილი (#17), ჯოშუა ფორტუნი (#18), აკაკი დვალიშვილი (#21),ბექა ბექაური (#33).
ლატვიური შეკრების შემდეგ, კოტე ტუღუშის გუნდი, თურქეთში გაემგზავრება, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტალიაში, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას.
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ქართულმა კლუბებმა, ხუთწლიანი წყვეტის შემდეგ ზედიზედ მეორე სეზონია ქართული საკალათბურთო კლუბი ევროტურნირზე იასპარეზებს. თსუ-ს შემდეგ, რომელმაც 2023-2024 წლების სეზონზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო ურთიერთობა, თუმცა, პორტუგალიურ „ბენფიკასთან" დამარცხების შემდეგ, ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.
სკ „ქუთაისი 2010"-ის ფოტო





ჩვენ







