VAR და სხვა საკითხები, ჩატარებული მსოფლიოდან
VAR და სხვა საკითხები, ჩატარებული მსოფლიოდან
24.09.2018
ავტორი:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე ლონდონში, ფიფა-ს საფეხბურთ კონფერენციას ესწრებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან 70 დღის შემდეგ, ფიფას წევრი 200 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლები ლონდონში შეიკრიბნენ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარი თემა 2018 წლის მუნდიალი იყო. დიდ ბრიტანეთში კონფერენციაზე საფეხბურთო ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და ტექნიკური დირექტორები მიიწვიეს.

ფიფას ტექნიკურმა ჯგუფმა, ფეხბურთის სპეციალისტებს რუსეთის ფედერაციაში გამართული ყველა მატჩის ანალიზი გააცნო, კონფერენციაზე განიხილეს ტაქტიკური სქემები,რომელიც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე იყო გამოყენებული. ინტერვიუს რეჟიმში, სპეციალისტების შეკითხვებს მსოფლიო ჩემპიონი გუნდის, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი პასუხობდა.

კონფერენციაზე საუბრის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სიახლეც იყო - ვიდეო რეფერი, რომელიც პირველად 2018 წლის მუნდიალზე გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის კონფერენცია, ფიფას ორგანიზებით პირველად ჩატარდა.