მერაბ დვალიშვილი UFC-ის ახალი ჩემპიონია!
მერაბ დვალიშვილი UFC-ის ახალი ჩემპიონია!
15.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

„საქართველო, მიყვარხარ, ჩვენ ეს შევძელით, მალე შევხვდებით,"- ასე ქართულ ენაზე მიმართა პრეს-კონფერენციის დარბაზიდან ათი ათასობით კილომეტრს მიღმა მყოფ გულშემატკივარს მერაბ დვალიშვილმა, იმ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელმაც საქართველოს UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი შემატა.  საჩემპიონო ბრძოლას, ცნობილი ქართველებიდან ზაზა ფაჩულია ესწრებოდა. სწორედ, ის აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი მერაბთან და ჩემპიონობა მიულოცა.

„პირველი ემოცია საოცარი იყო, თავს ვერ ვაკონტროლებდი. როდესაც წამოვდექი, მაშინ გავაცნობიერე, რომ ქამარი ჩემი იყო და ჩემპიონი ვიყავი. ახლა ვაანალიზებ, რაც მოხდა. სამი ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე, შონი მეოთხე იყო. ეს ჩვეულებრივი დღეა, უბრალოდ, მე ქამარი მაქვს", - ამბობს დვალიშვილი.


ლას ვეგასში, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ Sphere-ში დღეს გამთენიისას საერთო ჯამში 10 ბრძოლა გაიმართა, მათ შორის ორი ყველაზე გამორჩეული და ამ ორ გამორჩეულში, ერთი სწორედ, მერაბ დვალიშვილისა და ამერიკელი შონ ო'მალის დაპირისპირება იყო.


„შონ ო'მალისთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ დომინირება და იმის ჩვენება მსურდა, რომ მისი გატეხვა შემეძლო. მეტოქეს პატივს ვცემ, იმის მიუხედავად, რა თქვა ჩემზე. ის ბევრს შრომობს, ვფიქრობ, უფრო ძლიერი დაბრუნდება," - ამბობს მერაბი.


როგორც საჩემპიონო ბროლის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბრძოლის დაწყებისას ო'მალის მწვრთნელმა ქართველო მებრძოლის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. დვალიშვილმა აღნიშნულის თაობაზე მსაჯებს მიანიშნა. თავად საჩემპიონო ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი კი, ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა და მსაჯებმა გამარჯვებაც, ერთსულოვნად დვალიშვილს მიანიჭეს.


„ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე", - ამბობს დვალიშვილმა.


სუპერ მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი, 33 წლის ქართველი მებრძოლო მერაბ დვალიშვილი ჰყავს.  აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ, როდესაც მერაბი მარცხი იწვნია, ქართველმა დღეის ჩათვლით, UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა. დროის ამ პერიოდში, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სამი ექსჩემპიონი ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა. ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში ქართველმა, 22 გამართული ბრძოლიდან 18-ში გაიმარჯვა.



ფოტო: © msn.com / UFC