
ზაგრების გრან პრი ქართულმა გუნდმა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მეორე ბრინჯაო დღეს, -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აკაკი ჯაფარიძემ მოიგო. ქართველმა პირველი წრიდან დაიწყო და ჯერ ისრაელის წარმომადგენელი როი სივანი, შემდეგ კი, სლოვაკი პეტერ ჟილკა დაამარცხა იპონით და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც უნგრელ პეტერ საფრანის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ წააგო. თუმცა, რეპეშაჟში გადაერთო, იქ კი, აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვუგარ ტალობოვი არ გამოცხადდა, შესაბამისად, ქართველი ბრინჯაdsdsოს ფsaინალში გავიდა.
ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ამავე წონაში მოასპარეზე გიორგი ჯაბნიაშვილს, რომელმაც თანაგუნდელის მსგავსად ჯერ ისრაელის წარმომადგენელს, შემდეგ კი სლოვაკს მოუგო, თუმცა, ბადის მოსაგებ დაპირისპირებაში სუნგჰო ლიისთან დამარცხდა. სხვათაშორის, ბრინჯაოს ფინალში, ჯაფარიძემ სწორედ, ამ სამხრეთ კორეელ ჯუდოკას მოუგო. რაც შეეხება ჯაბნიაშვილს, მან რეპეშაჟში ავსტრიელი მეტოქე დაამარცხა, თუმცა, ბრინჯაოს ფინალში ნიდერლანდელთა წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
დღეს, ხორვატულ ტატამზე, საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ასპარეზობდა. +100კგ წონით კატეგორიაში, უჩა ტაბატაძემ მეორე წრიდან დაიწყო, თუმცა, პირველივე ბრძოლაში გამოცდილ უკრაინელ ევჰენი ბალიევსკისთან ჰანსუკო მაკეთი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ფოტო: (c) IJF





ჩვენ







