„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდი ხვალ, უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში იწყებს ასპარეზობას
„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდი ხვალ, უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში იწყებს ასპარეზობას
17.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისში, მიხეილ მესხზე, 19-წლამდე საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი" უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე იწყებს ასპარეზობას. ვალერი გაგუას გაწვრთნილი გუნდი მონტენეგროს „ბუდოჩნოსტს" შეხვდება. პოდგორიცულ გუნდთან შეხვედრამდე, დღეს, ახალგაზრდა დინამოელებმა მასპინძელ მოედანზე ივარჯიშეს. ქართულ გუნდში საბრძოლო განწყობაა.

როგორც მოგეხსენებთ, „დინამო თბილისის" ეს გუნდი, უფრო ზუსტად ამ გუნდის მთავარი ბირთვი, საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს და 24 ტურის შემდეგ 39 ქულით მეოთხე ადგილზეა. ამას გარდა, ვალერი გაგუას გაწვრთნილი გუნდი, საქართველოს თასის 1/4 ფინალშია.  უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის თამაშებში კი, გუნდს, „დინამო თბილისის" მთავარი გუნდიდან შესაბამისი ასაკის ფეხბურთელები ვახო სალია, გიორგი გვასალია, საბა სამუშია, გიორგი მეფარიშვილი, ნიკა ცეცხლაძე, თენგო გობეშია, ლუკა ბუბუტეიშვილი დაიმატეს.


ცოტა რამ ტურნირის ფორმატის შესახებ - ისევე, როგორც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ცვლილებები ახალგაზრდულ სექტორსაც შეეხო. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში მოხვედრილი კლუბების ახალგაზრდული გუნდები, ახალი ფორმატის ანალოგიურ, ტურნირში იწყებენ ასპარეზობას, სადაც მხოლოდ, ერთი განსხვავებაა, 8 თამაშის ნაცვლად, ახალგაზრდულ ლიგაზე გუნები, 6-6 მატჩს გამართავენ. რაც შეეხება უეფა-ს წევრი ქვეყნების ჩემპიონებს, რომელთა შორის არის „დინამო თბილისის" 19-წლამდეთა გუნდი, ისინი ე.წ. ადგილობრივი ჩემპიონების გზით იწყებენ, მთავარი ტროფეისთვის გრძელ გზას და საწყი ეტაპზე, სამი რაუნდის გავლა უწევთ. შესაბამისად, 2024 წელს, ახალგაზრდა დინამოელებს სამი რაუნდის გადალახვა მოუწევთ, სახლი-გასვლის პრინციპით.


სხვათა შორის, უეფა-ში 3 სექტემბერს გამართული წილის ყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ „ბუდოჩნოსტის" ბარიერის გდალახვის შემთხვევაში, ქართული კლუბი, „თრაბზონსფორს" შეხვდება და თამაშებს 22 ოქტომბერსა და 6 ნოემბერი გამართავს. აქედან, ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს.


გათამაშების ამ გზის ეტაპის ბოლო რაუნდის მატჩები 26/27 ნოემბერსა და  10/11 დეკემბერს არის ჩანიშნული, და პირველი ორი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, „დინამო თბილისის" პირველ მატჩს ასევე გასვლაზე, წილისყრით შემდეგი კომბინაციის გამარჯვებულს შეხვდება:  „მაქაბი" ბეტაჰ ტიკვასა  (ისრაელი) - „ბრერა შტრუმიცა" (მაკედონია) / „სარაევო" (ბოსნია და  ჰერცეგოვინა).


თუმცა, მომდევნო ეტაპებამდე, „დინამო თბილისის", ხვალ, 19:00 საათზე მიხეილ მესხზე უწევს თამაში. საპასუხო შეხვედრა კი, 2 ოქტომბერს, პოდგორიცაში გაიმართება.