დღენახევარი დასვენება და ისევ ვარჯიში
დღენახევარი დასვენება და ისევ ვარჯიში
27.08.2017
ავტორი:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრენი „აკროპოლისის თასის" მოგების შემდეგ, ევრობასკეტამდე, ბოლო სამზადისს საბერძნეთში გადის. ისრაელში გამგზავრებამდე ილიას ზუროსმა მოთამაშეები, მხოლოდ 26 აგვისტოს საღამომდე დაასვენა, შემდეგ მოთელვითი ვარჯიში ჩაუტარა. კალათბურთელებმა კომბინირებულად - ტრენაჟორებზე და სათამაშო მოედანზე ივარჯიშეს. დატვირთვები მსუბუქი იყო და უფრო მოთელვითი ხასიათი ჰქონდა, რათა მოთამაშეები დატვირთული რეჟიმის შემდეგ მოდუნებულიყვნენ და ძალები აღედგინათ.

ათენის პოლიტიკისა და ანალიტიკის ცენტრ „დაისის" დარბაზში, ნაკრებთან ერთად ივარჯიშა ზაზა ფაჩულიამაც, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.  ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და საღამოს ფაჩულიას ნატკენი ფეხი არ გამიზეზებია. ზაზამ დღეს, დილითაც ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები ათენში 28 აგვისტსოსაც ივარჯიშებს, ხოლო 29-ში, დილით ისრაელში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

ვარჯიშის ამსახველი ვიდოემასალის სანახავად, რომელიც კალათბურთის ფედერაციამ მოგვაწოდა, გადადით შემდეგ ბმულებზე

ზაზა ფაჩულიას კომენტარი: http://tsff.ge/index.php?m=6&news_id=65