ქართველი-ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონია
ქართველი-ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონია
24.09.2018
ავტორი:

ვიდრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ერთ ბრინჯაოს მედალს შესცქერის და ბაქოში გამართული ფორუმის ბოლო 2 დღეს ელის „ჩავარდნის" გამოსასწორებლად, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი 90კმ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ნიკა შერაზადიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი პირველად იჭიდავა.  საფინალო ორთაბრძოლაში ის, კუბელ სილვა მორალესს დაუპირისპირდა. სპორსტმენები, პირად შეხვედრებში მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და დღევანდელი ფინალის შემეგ, ქართველი-ესპანელის სასარგებლოდ ანგარიში 2-1 არის.

რაც შეეხებდა დღევანდელ ფინალს, ის დრამატული გამოდგა.  შეხვედრის პირველი ვაზაარი სილვა მორალესმა ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარშივე მოიპოვა. შერაზადიშვილმა ანგარიში ბრძოლის დასრულებამდე 45 წამით ადრე გაათანაბრა და  დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა. დამატებითი დროის დაწყებიდან ორ წუთსა და ოც წამში ნიკამ მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ნახევარფინალში იგი უძლიერეს კონკურენტს, უნგრელ კრიზსტიან ტოტს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად იქაც, დამატებითი დრო გახდა საჭირო.

საინტერესოა, რომ ნიკა შერაზადაშვილი ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე პირველი სპორტსმენია, ვინც ოქროს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ქართველებიდან ამ წონაში ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი ასპარეზობდნენ.