დუდუ დადიანის მემორიალი 29 სექტემბერს, რუსთავში დაიწყება
დუდუ დადიანის მემორიალი 29 სექტემბერს, რუსთავში დაიწყება
20.09.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

2024-2025 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 29 სექტემბერს, რუსთავში აიღებს და მასში მონაწილეობას სუპერლიგის თერთმეტივე გუნდთან ერთად წლეულს "ა" ლიგაში დაქვეითებული "რუსთავი 1991" მიიღებს.

დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები წილისყრის შედეგად 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები  ნახევარფინალში გავლენ. დებულების თანახმად ნახევარფინალში გასული გუნდები ასე დაწყვილდებიან: A1 - B1, C1 - D1.


ჯგუფური ეტაპის მატჩები 29 და 30 სექტემბერს, ასევე 1 ოქტომბერს გაიმართება, რის შემდეგაც 2 ოქტომბერს დასვენების დღეა. ნახევარფინალები 3, ხოლო ფინალი 4 ოქტომბერს გაიმართება.