„ჩიხურას“ 41-ს აგროვებს, „საბურთალო“ კი 3-ს კარგავს
„ჩიხურას“ 41-ს აგროვებს, „საბურთალო“ კი 3-ს კარგავს
24.09.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის გათამაშების 25-ე ტური რომელიც დღეს, საჩხერეში, ივან წმინდაზე დასრულა პარასკევს, 21 სექტემბერს დაიწყო და ფოთში, „კოლხეთი 1913"- ის გამარჯვები დასრულდა (იხილეთ).  ამ ტურში ფოთელებმა ძალზედ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში 1 ქულითღა ჩამორჩებიან „სამტრედიას".

 

„ჩიხურა"  - „ სამტრედია" 2-0

„სამტრედიამ" კი დღეს, სწორედ იმერულ დერბიში, „ჩიხურას" წინააღმდეგ, ვერ მოახერხა თუნდაც, 1 ქულით, სატურნირო ცხრილში მაჩვენებლის გაუმჯობესება. არადა, რომ არა დინო ჰამზიჩი, საჩხერელთა მეკარე, სტუმრებს გოლის გატანის ორი ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ თამაშის მიწურულს. „ჩიხურასა" და „სამტრედიის" დაპირისპირებაში აშკარა იყო, რომ ორივე გუნდი ნერვული ფონის ზღვარზე თამაშობდა. ამ კუთხით, თუ რამდენიმე „გამონათებას" არ ჩავთვლით, თამაში დიდად არც სანახაობრივად გამოირჩეოდა.



სოსო ფრუიძის შეგირდები, რომლებიც სათასო ბრძოლას რამდენიმე დღის წინ, დამატებით დროში გამოეთიშნენ და ევროტურნირებზე მოსახვედრად ეროვნულ ლიგაში წარმატებული გამოსვლაღა რჩებათ, ძალებს არ იშურებდნენ. თუმცა, ანგარიში, მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანეს. 56-ე წუთზე, ლევან კაკუბავას გადაცემის შემდეგ, გიორგი გაბედავამ მორიგი გოლი მიიწერა სათვალაშვი, 1-0. კიდევ 30 წუთში, გაბედავამ დუბლი შეასრულა, ამჯერად კახა კახაბრიშვილის გადაცემის შემდეგ სამტრედიელებს თამაშის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაუკარდა. 25 ტურის შემდეგ ელიგის ბომბარდირთა სიას 16 გატანილი გოლით გიორგი გაბედავა ლიდერობს. „ჩიხურამ" კი 2-0 გაიმარჯვა, 3 ქულა მოიპოვა და გორის „დილას" რომელიც სატურნირო ცხრილში მე-3 საფეხურზეა, ახლა მხოლოდ 3 ქულითღა ჩამორჩება.


„სიონი" - „დინამო თბილისი" 0-0



25-ე ტურის მატჩში, „სიონის" წინააღმდეგ, დინამოელებმა კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან 2018 წლის გათამაშების ლიდერთან „საბურთალოსთან" სხვაობა 2 ქულამდე შეემცირებინათ. ბოლნისელებთან, თამაში არც სანახაობრიობით გამოირჩეოდა და არც სიმწვავით. თუ არ ჩავთვლით, ბოლნისის გუნდის თამაშებისთვის დამახასიათებელ ტრიბუნების „აქტიურობას", რაც ბუნებრივია ალაგ-ალაგ მოთამაშეების ქცევაზეც აისახებოდა. სულ, რომ აღარაფერი ვთქვათ, კლუბის წარმომადგენლების მხრიდან, შესვენების დროს, მსაჯთა ოთახში შესვლის და „ამბის გარკვევის" მცდელობაზე, რომელიც ჩვენი კამერითაც დაფიქსირდა.  




შეხვედრა, ძირითადად დინამოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, ბურთის ფლობითაც პროცენტულად ისინი უფრო აკონტროლებდნენ მას. თუმცა, მასპინძლებიც რიგ მომენტებში არ დარჩნენ ვალში და თბილისელთა მეკარე სტეფან სიკაჩი 2-ჯერ გვარიანად ანერვიულეს.  გარჯა მოუხდა თორნიკე ზარქუასაც. ალბათ, რომ არა 28 წლის ბოლნისელთა ყოფილი დინამოელი მეკარე, „სიონის" კარში მინუმუმ 2 გოლი გავიდოდა. კიდევ ერთი მომენტი, მატჩის მიწურულს ხელიდან გაუშვა მიშო ერგემლიძემ. შეცვლაზე შემოსულმა დინამოელმა გუჯა რუხაიას ჩაწოდებული კი გადაგზავნა კარის მიმართულებით, თუმცა ეს ბურთიც ზარქუას „სეივების" სათვალაშვი დარჩა.



ფაქტია, რომ „დინამო თბილისმა" ამ ტურში ქულები დაკარგა. შეხვედრა კი უგოლოდ, ფრედ 0-0 დასრულდა. ახლა, გათამაშების ლიდერთან „დინამო თბილისს" 4 ქულა აშორებს. კახა კაჭარავას კი 4-სვლიანი მარათონის ბოლო ეტაპზე, მაქსიმალურად მოუწევს გარჯა, რადგან გუნდს, რომელიც ტრადიციულად ყველაზე ახალგაზრდულია ელიგაზე საჩემპიონო ადგილისთვის საბრძოლო განწყობა შეუნარჩუნოს.


„საბურთალო" -„ტორპედო" 0-3




ვერ მოახერხა უშუალო მდევრისგან „გაქცევა" ვერც „საბურთალომ". უფრო მეტიც, ტურში, რომელიც შეიძლება გადამწყვეტიც გახდეს საბურთალოელებისთვის,  გუნდმა, საკმაოდ უღიმღამო თამაში ჩაატარა და ბევრი შეცდომა დაუშვა დაცვაში. სწორედ, ამ პოზიციური შეცდომების გამო, საბურთალოელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე იძულებული იყო, რამდენჯერმე საკუთარი საჯარიმოდან, საკმაოდ შორს „ასულიყო". ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს, 75-ე წუთზე, კუპატაძეს არ გაუმართლა და თორნიკე კაპანაძემ თბილისელთა კარში მეორე გოლი გაიტანა, 0-2, რაც ამ შეხვედრის დასასრულს ნიშნავდა, თამაშიდან გამომდინარე. თუმცა, მატჩის დასრულებამდე კიდევ რჩებოდა დიდი დრო და არც ის იყო ცნობილი, იმ შემთხვევაში, თუ „საბურთალო" 2 გოლის გატანას მოახერხებდა, რამდენ წუთს დაუმატებდა მატჩის არბიტრი გიორგი ვადაჭკორია.




თუმცა, ამ გოლამდეც, „საბურთალო"  აშკარად დაბნეული ჩანდა. სავარაუდოდ,  გათამაშების ლიდერმა, წინა ტურში, „დინამო თბილისთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ვერ შესძლო რეაბილიტირება. მიუხედავად დაძაბული სათასო შეხვედრისა კი, ელიგის 25-ე ტურში, უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ ქუთაისის ტორპედოელები. შესაძლოა, ამის ბრალი, კოკისპირული წვიმაც იყო, რომელიც თამაშის დასაწყისს დაემთხვა და „საბურთალოს" კარში პირველ გატანილ გოლმადე ცოტა ხნით ადრე შეწყდა. თუმცა, ეს გოლი არც „ტორპედოს" უნდა დავუკარგოთ. მე-14 წუთზე გრიგოლ დოლიძემ, მარჯვენა ფლანგიდან კარგად მონახა საჯარიმოში მყოფი გიორგი ქიმაძემ, რომელმაც ანგარიში გახსნა, 1-0.




მესამე გოლი, შეხვედრის 84-ე წუთზე გავიდა. ლევან კუტალიას აქტიურბას ფლანგზე, დაფეზე ზუსტი გადაცემა მოჰყვა. დაფეს კი, ერთი-ერთზე დარჩენილს, არ გასჭირვებია საბურთალოელთა მეკარის „ბარიერის" დაძლევა და ანგარიშის სამამდე გაზრდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, მიმდინარე გათამაშების ლიდერი 0-3 დაამარცხა და ნაწილობრივ შეახსენა, რომ წინა გათამაშებაში, 2017 წელს, ძალიან დიდი ხნის მანძილზე 13-ქულიანი სხვაობით „დინამო თბილისი" ელიგას ლიდერობდა.  

„ასეთ შედეგს, გამომდინარე მოწინააღმდეგის სიძლიერიდან, ნამდვილად არ ველოდით. თამაშიდან გამომდინარეც, ვერ ვიტყვით, რომ შეხვედრა 0-3 უნდა დამთავრებულიყო. ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს ამ გამარჯვებისთვის. „საბურთალო" ძალიან კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, მომდევნო თამაშებში, ისინი დაალაგებენ ყველაფერს", - ამბობს კახა ჩხეტიანი, მატჩის დასრულების შემდეგ.




მომდევნო თამაში კი „საბურთალოს" გასვლაზე საჩხერეში, „ჩიხურას" წინააღმდეგ აქვს.

***

ამ ტურის კიდევ ერთი შეხვდრა, გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე გაიმართა. გორის „დილას" ანგარიშით 2-0 საკუთარ კედლებში არ გასჭირვებია „რუსთავის" დამარცხება. შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. თავდაპირველად, ანგარიში ავტოგოლით ვარლამ კილასონიამ გახსნა, 1-0. 27-ე წუთზე კი ლეანდრო რიბეირომ, მორიგი გოლი ჩაიწერა აქტივში.

ამ ტურის შემდეგ, სატურნირი ცხრილს, კვლავ „საბურთალო" ლიდერობს.

სატურნირო ცხრილი

მორიგი, 26-ე ტური 27 და 28 სექტემებრს გაიმართება.