
დღეს ბუდაპეშტში რიგით 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-6, ვაჟებმა კი, მე-19 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ პირველ დაფაზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნანა ძაგნიძემ.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები, რომელიც აღნიშნულ ოლიმპიადაზე ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, ოლიმპიადის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსებს ინარჩუნებდა. რეალურად, საპრიზო ადგილებისთვის მნიშვნელოვან მეათე ტურში, ჩვენი ქალები ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერს, ყაზახეთის გუნდს დაუპირისპირდნენ. საქართველოს გუნდი შემდეგი შემადგენლობით ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი თამაშობდნენ. დაძაბული ბრძოლის შემდეგ მატჩი ყაიმით დასრულდა.
დღეს კი, დასკვნითი XI ტურში, ჩვენი ქალები პოლონეთის ნაკრებს შეხვდნენ, რომლებიც ბოლო ტურის წინ 16 ქულით III-IV ადგილებს იყოფდნენ აშშ-ს ნაკრებთან. ჩვენმა ქალებმა 3,5-0,5 მოიგეს და ისევე როგორც კიდევ რამდენიმე ნაკრებმა (აშშ, ესპანეთი, სომხეთი და საქართველო.) 17 ქულა დააგროვეს. თუმცა, სამწუხაროდ, დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენები მხოლოდ, მეექვსე ადგილს დასჯერდნენ.
საქართველოს ქალთა ნაკრების ტექნიკური შედეგები ასე გამოიყურება:
- ნანა ძაგნიძე - 7 ქულა (10-დან) +4,8 სარეიტინგო ქულის მატება;
- ლელა ჯავახიშვილი - 4,5 ქულა(10-იდან) -20,6 ქულა
- ნინო ბაციაშვილი - 8 ქულა (10-იდან) +5,8 ქულა;
- ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა (10-იდან) -9,2 ქულა;
- სალომე მელია - 3 ქულა (4-დან) +0,1;
საბოლოოდ, ინდოეთის ქალთა ნაკრებმა 19 ქულით ოლიმპიადის მოგება მოახერხა. ვერცხლის მედლები ყაზახეთის ქალთა ნაკრებს ერგო, მათ 18 ქულა დააგროვეს. ბრინჯაოს კი, ამერიკის შეერთებული შტატები დაეუფლა.
ინდოეთის ნაკრები პირველი იყო ვაჟთა შრისაც. მათ 21 ქულა დააგროვეს. მეორე ადგილი აქ ჩინელებს ერგოთ, რომლებმაც საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდზე 4 ქულით ნაკლები დააგროვეს. სხვათა შორის 17 ქულა კიდე რამდენიმე ნაკრებმა (უზბეკეთი, ჩინეთი, სერბეთი, სომხეთი) დააგროვა.
საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე საქართველოს ვაჟთა ნაკრები 32-ე ადგილზე იყო განთესილი, საბოლოოდ კი, მე-19 ადგილზე გავიდა. ჩვენი ვაჟების ტექნიკური შედეგები:
- მიხეილ მჭედლიშვილი - 4 ქულა (9-იდან)+5,7 სარეიტინგო ქულის დანაკარგი;
- ნიკოლოზ კაჭარავა - 5 ქულა (8-იდან) +14,2 სარეიტინგო ქულის მატება;
- ლუკა პაიჭაძე - 8 ქულა (10-იდან) +29,2 ქულა;
- ბაადურ ჯობავა - 6,5 (10-იდან) +5,2;
- ლევან ფანცულაია - 4 (7-იდან)+5,2.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ







