
ექვსი თამაში, სამი მოგება და სამიც მარცხი, საიდანაც ორი პენალტებში წააგეს - „დინამო თბილისის" 14-წლამდე გუნდმა მადრიდული ტურნირი დაასრულა. თუ არ ჩავთვლით, საფეხბურთო ლატარეის დროს გაშვებულ გოლებს, ქართულმა კლუბმა, ექვსი შეხვედრიდან ხუთში კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ, ერთი გოლი გაუშვა.
19-23 სექტემბერს, მადრიდში, 14 -წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელიც ევროპის წამყვანი საფეხბურთო კლუბების შესაბამისი ასაკი გუნდები მონაწილეობდნენ - „ბარსელონა", პსჟ, „რეალ მადრიდი", „არსენალი", „პორტუ", „რომა" და „ჩელსი". ტურნირზე, „დინამო თბილისის" 14-წლამდე გუნდიც მონაწილეობდა, რომელმაც ასპარეზობა ჯგუფური ეტაპიდან დაიწყო.
„დინამო თბილისის" აკადემიის აღსაზრდელებმა, ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრ ჩაატარეს. ორი მოიგეს და ერთში დამარცხდნენ, თუმცა, ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯგუფიდან „ატლეტიკო" გავიდა.
„დინამო" - „ჰამარბი" (შვედეთი), 2-0
„დინამო" - „ატლეტიკო" (ესპანეთი) 0-1
„დინამო" - „მარიენლისტი" (დანია) 1-0
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ამის შემდეგ, ქართულმა გუნდმა ასპარეზობა IX-XVII ადგილებისთვის გააგრძელა. ორი შეხვედრა გამართა, ორივეში, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 ითამაშა, თუმცა პენალტების სერიაში, ორივეში დამარცხდა.
„რაიო ვალეკანო" (ესპანეთი) - „დინამო" 0-0 (პ 2-0)
„ბლუ სტარსი ნაპოლი" (იტალია) - „დინამო" 0-0 (პ 3-2)
საბოლოოდ, თბილისურმა კლუბმა 15-16 ადგილებისთვის კიდევ ერთი შეხვედრა გამართა და „ინტერ ბრატისლავა" დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა.

განსხვავებით სხვა ტურნირებისგან, მადრიდულ ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელები არ დაუსახელებიათ, თუმცა დასახელდა ტურნირის სიმბოლური გუნდი, რომელშიც ძირითდად 9 გუნდის მოთამაშეები შევიდნენ. მიუხედავად ამისა, „დინამო თბილისმა", ქართული გუნდიდან საუკეთესოდ ლუკა ვაშაკიძე გამოჰყო.
ტურნირი „პორტოს" 14-წლამდე გუნდმა მოიგო. პირველი ათეული კი, ასე გამოიყურება:
1 ადგილი - „პორტო"
2 ადგილი - „ალკობენდასი"
3 ადგილი - „პსჟ
4 ადგილი - „ატლეტიკო"
5 ადგილი - „ბარსელონა"
6 ადგილი - „ჩელსი"
7 ადგილი - „სპარტაკ ტრნავა"
8 ადგილი - „არსენალი"
9 ადგილი - „რეალი"
10 ადგილი - „რაიო ვალეკანო"
... 15 ადგილი - „დინამო თბილისი"
![]() |
![]() |
ფოტო: @Madrid Football Cup





ჩვენ













