თბილისი კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა „ევროპის თასს“ უმასპინძლებს
თბილისი კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა „ევროპის თასს“ უმასპინძლებს
25.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

თბილისი რამდენიმე დღეში ფარიკაობის კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, 28-29 სექტემბერს, საქართველოში, ხმლით ფარიკაობაში კადეტებს შორის „ევროპის თასი" გაიმართება.

ხმლით მოფარიკავე კადეტები ერთმანეთს, როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ ტურნირშიც შეეჯიბრებიან.


ქართული გუნდიდან, ქალთა შეჯიბრში 10 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის თბილისის ფარიკაობის სკოლის წარმომადგენლები ანასტასია ახვლედიანი, ანასტასია ასათიანი, ელენე ინასარიძე, თამარ კვინიკაძე, მარიამ მორჩაძე, ანასტასია ცანავა, ნინო ტუღუში. ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ ასევე ქუთაისელი მოფარიკავეები: ელიზაბეტ გაბუნია, მარიტა ქურდაძე, ანტუსა ჭელიძე.


ქართული გუნდიდან ვაჟთა შორის ინდივიდუალურ ასპარეზობაში  მედლების მოპოვებას 8 მოფარიკავე შეეცდება - გიორგი ბობოხიძე, დემური ჯიქია, აკაკი ჯიქია, დავით ჯიქია, დავითი ჯიმშელეიშვილი, გაბრიელ ონიანი, გიორგი ურუშაძე, კონსტანტინო ზუფი.