ინგა გურგენიძემ ახალი სეზონი მეხუთე ადგილით დაიწყო
ინგა გურგენიძემ ახალი სეზონი მეხუთე ადგილით დაიწყო
24.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი მოციგურავეები ნელ-ნელა ახალი სეზონის ფერხულში ებმებიან. იუნიორთა შორის გრან პრის მე-4 ეტაპზე, რომელიც პირველი იყო ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძისთვის, საბოლოოდ მე-5 ადგილით დასრულდა.

ინგა, ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგა. საკმაოდ რთული, განახლებული ტექნიკური ელემენტებით და საინტერესო ქორეოგრაფიით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მოკლე პროგრამაში 59.93 (35.28 / 24.65) ქულა დაიმსახურა და მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა ევროპელთაგან, მხოლოდ მეორე იყო. ერთი საინტერესო დეტალი, მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართველმა მოციგურავემ, იმაზე ნაკრები ქულები დაიმსახურა მსაჯებისგან, ვიდრე, ეს მის გამოსვლას შეესაბამებოდა. არაა გამორიცხული და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ სტარტებზე, მსაჯებიც „მოიმართებიან" და სპორტსმენის გამოსვლასთან ადეკვატურებიც შეფასებით. მანამდე კი, ფაქტია, რომ ინგას თავისუფალი პროგრამის შესრულებამდე, განწყობა გაუფუჭდა და ეს მომდევნო პროგრამის შესრულებისასაც დაეტყო. თუმცა, ინგამ მაინც მოახერხა მობილიზება და თავისუფალ პროგრამაში 111.03 (60.78 / 52.25) ქულის დაგროვება, რამაც მას ერთი ადგილით დაწინაურების და შესაბამისად, ორი პროგრამის ჯამში ქართველმა 170.96 ქულით პირველ ხუთეულში შესვლა მოახერხებინა. ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, სტარტის კვალობაზე, არც თუ ცუდი შედეგია.


გრან პრის აღნიშნული ეტაპი, 19-21 სექტემბერს, თურქეთის დედაქალაქ  ანკარაში ჩატარდა. ქალთა შორის ასპარეზობაში, საერთო ჯამში მონაწილეობა 30 ქვეყნის 35 წარმომადგენელმა მიიღო.



საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ფოტო