ლიმაში, ქართველი ტყვიით მსროლელებისთვის პირველი დღე მედლების გარეშე დასრულდა
ლიმაში, ქართველი ტყვიით მსროლელებისთვის პირველი დღე მედლების გარეშე დასრულდა
29.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

დღეს პერუს დედაქალაქ ლიმაში სტარტი აიღო სროლაში, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატმა. პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს, 10 მეტრზე პნევმატური იარაღით მსროლელმა გოგოებმა და ბიჭებმა იასპარეზეს. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა 84-მა ბიჭმა და 76-მა გოგონამ აიღო, რომელთა შორის ბუნებრივია საქართველოს წარმომადგენლებიც იყვნენ. სამწუხაროდ, ფინალში გასვლა ვერც ბიჭებმა და ვერც გოგონებმა მოახერხეს.  ბიჭებს, ქულები დამატებით მაჩვენებელში დააკლდათ, გოგონების დანაკლისი კი მიზნამდე ცოტა უფრო მეტი აღმოჩნდა.


ბიჭებს შორის მედლებისთვის ბრძოლა ქართული გუნდის ორმა წარმომადგენელმა, ახალგაზრდებს შორის „მიქსში" ევროპის ჩემპიონმა გიორგი მუმლაძე და ამავე ასაკში ევროპის მედალოსანმა, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორმა იოანე ხვარეშიამ იასპარეზეს.


მუმლაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად გაისარჯა, უმეტეს სერიებში სტაბილური იყო,  მე-4 სერიაში კი, 98 ქულაც დააგროვა, თუმცა, პირველ და მეხუთე სერიებში მცირე ჩავარდნის გამო, დამატებითი მაჩვენებლით, მხოლოდ მე-10 ადგილზე აღმოჩნდა, გამსვლელი, 574 ქულის მიუხედავად. ხვარეშიამ კი, გამოსვლა 560 ქულით (43 ადგილი) დაასრულა.


10 ადგილი -  გიორგი მუმლაძე - 574 (93, 97, 97, 98, 93, 96)

43 ადგილი -  იოანე ხვარეშია - 560 (90, 97, 95, 95, 89, 94)


სრული გუნდით (3 მონაწილე) იასპარეზეს ქართველმა გოგონებმა, რომელთაგან საუკეთესო შედეგი ევროპის 2024 წლის 3 ოქროს და 1 ვერცხლის მფლობელმა მარიამ ფროდიაშვილმა იასპარეზა. მან 567 ქულა დააგროვა, რაც საბოლოოდ, მე-16 შედეგი აღმოჩნდა. დებიუტანტის კვალობაზე არცთუ ურიგოდ იასპარეზა მარიამ მარშავამ, რომელმაც 561 ქულით (38-ე ადგილი) დაასრულა გამოსვლა, 555 ქულით (51 ადგილი) დაასრულა ასპარეზობა სალომე ფროდიაშვილმა, მარიამის ტყუპისცალმა. ჩვენებმა, გოგონათა შორის გუნდურ ჩათვლაში 1219 ქულით მე-7 ადგილი დაიკავეს.


16 ადგილი -  მარიამ ფროდიაშვილი - 567 (94, 96, 92, 98, 92, 95)

38 ადგილი -  მარიამ მარშავა - 561 (90, 94, 95, 94, 95, 93)

51 ადგილი -  სალომე ფროდიაშვილი - 555 (91, 93, 89, 93, 93, 96)


ხვალ, 29 სექტემბერს, „ცეცხლის ხაზზე" ტყვიის მსროლელებთან ერთად, მესტენდურებიც დადგებიან.



ფოტო: საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია