
დღეს, თბილისში, ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა. დელეგატთა მიერ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან ნოზაძე გახდა. ყრილობამ ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად სლავა შერაზადიშვილი აირჩია.ვიცე-პრეზიდენტებად კი, დავით ქევხიშვილი და გიორგი ათაბეგაშვილი. მომავალი ოთხი წელი, ჯუდოს ფედერაციის გენერალურ მდივნი ირინე გულიაშვილი იქნება.
ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში ქართულმა ჯუდომ „ჩაიდინა", ახალ ხელმძრვანელობას (ძველი სახეებით) საკმაოდ საინტერესო გამოწვევები ელის, მათ შორის თამასის შენარჩუნება, რომელსაც აშკარად უკეთესობისკენ განვითარების საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს.
როდესაც თამასაზე ვსაუბრობთ, აქ, ალბათ, უპირველესად ორ ოლიმპიურ თამაშებზე (2020/2024 წლებში) ქართული გუნდის მაჩვენებელი - 7 ფინალი, აქედან 2 ოქრო, 5 ვერცხლი გვაქვს მხედველობაში, რასაც ისტორიული შედეგები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე IJF-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებზე მოპოვებული მედლებია.
„ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში ძიუდოს ფედერაციის მუშაობა დაფუძნებული იყო აბსოლუტურ გამჭვირვალობაზე - კლუბებს, დაინტერესებულ პირებსა და გულშემატკივრებს ნებისმიერ დროს ჰქონდათ საშუალება, ჩართულიყვნენ ფედერაციის პროექტების განხილვისა და მართვის პროცესში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაიზარდა ქართულ ძიუდოს მასობრიობა - კერძოდ, სახეზეა მატება რეგისტრირებულ ძიუდოისტთა, მსაჯთა და ლიცენზირებულ მწვრთნელთა რაოდენობაში, რასაც თავისთავად მოჰყვა არამხოლოდ ეროვნული ჩემპიონატისა და საერთაშორისო სარბიელზე ასპარეზობის, არამედ ზოგადად ქართული ძიუდოს საერთო დონის ხარისხის ამაღლება...
... წარსულში მიღწეული შედეგები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო ოთხი წელი იქნება ნაყოფიერი. პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ნოზაძე არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. ახლადარჩეულ პრეზიდენტს, პირველ რიგში ვუსურვებ წარმატებებს და იმაზე მეტისთვის მიეღწიოს, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს შევძელით," - ეს არის რამდენიმე ამონარიდი ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ათაბეგაშვილის ანგარიშიდან, რომელიც მან ყრილობის მონაწილეებს წარუდგინა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფოტო





ჩვენ







