
შაბათ საღამოს თბილისში, ილიაუნის E კორპუსში, 10 აგვისტოს, შხელდაზე, ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის მეგობრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია დააფუძნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური სოცმედიით გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდიის მოპოვებას ყოველწლიურად შეძლებენ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები საქართველოს მთიანი რეგიონებიდან, მათ შორის სვანეთიდან, რომელთანაც არჩილს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა.
„არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიის ფოკუსი 2024 წელს იქნება სვანეთის რეგიონის მთების მრავალფეროვნება. შეირჩევა თემით დაინტერესებული სტუდენტი სვანეთის რეგიონიდან, რომელსაც დაუფინანსდება სწავლის საფასური (2250 ლარი) ერთი წლის განმავლობაში", - ნათქვამია სასწავლების საინფორმაციო წერილში.
თანამედროვე ქართული და მსოფლიო აპლინიზმის ერთ-ერთი სახასიათო მთამსვლელი, ალპინისტური „ოსკალრის" - „ოქროს წერაყინის" მფლობელი, არჩილ ბადრიაშვილი 2024 წლის 10 აგვისტოს, მწვერვალ შხელდაზე მეხს ემსხვერპლა.





ჩვენ







