
„დინამო თბილისის" 19 წლამდე გუნდი პოდგორიცაშია და უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პირველი რაუნდის საპასუხო მატჩისთვის ემზადება ადგილობრივი „ბუდოჩნოსტის" წინააღმდეგ. ვალერი გაგუას გუნდმა, დამღლელი მოგზაურობის შემდეგ, პოდგორიცას გარეუბანში, დღეს, თბილისის დროით, 13:00 საათისთვის მდინარე სიტნიცას პირას, სასტუმრო „ვოკო"-ში დაიდო ბინა, სადაც სხვათა შორის, ესპანური საკალათბურთო კლუბი „გრანდ კანარიაც" არის, რომელიც თავის მხრივ, ფიბა-ს ევროტურნირზე საკალათბურთო „ბუდოჩნოსტს" დაუპირისპირდება. სხვათა შორის ესპანურ კლუბში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ლეგიონერი ჯო ტომასონიც თამაშობს.
რაც შეეხება „დინამო თბილისის" 19 წლამდე გუნდს, მათ, მასპინძლე სტადიონზე, Gradski Stadion Podgorica-ზე თითქმის ერთი საათის მანძილზე ივარჯიშეს. ვალერი გაგუას განკარგულებაში, ამ ეტაპზე 20 ფეხბურთელია. მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი, მათე ღაღვიშვილი, საბა ტარტარაშვილი; დაცვა: თენგო გობეშია, ლუკა შაშიაშვილი, გიორგი მეფარიშვილი, საბა ხარებაშვილი, გიორგი გვასალია, გიორგი ნიკოლაიშვილი, შოთიკო დიაკონიძე; ნახევარდაცვა: ნიკო ცეცხლაძე, ცეცხლაძე გიორგი, ავთანდილ მაშავა, ლუკა ბუბუტეიშვილი, ნიკოლოზ ტკალია, ნიკოლოზ ელისაშვილი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ლევან ნაჭყებია; თავდასმხა: თეიმურაზ ოდიკაძე, ვახო სალია.
თამაში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც 18 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართა, ანგარიში 3-2 არის ქართული გუნდის სასარგებლოდ. ორი შეხვედრის ჯამში, ფრედ დასრულებული შედეგის ვარიანტში, გამარჯვებულებს 11-მეტრიანების სერია გამოავლენს.





ჩვენ







