
დღეს დუშანბეში სტარტი აიღო ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა ახალგაზრდებს შორის. ტურნირში საქართველოდან ძალებს 13 ჯუდოკა ცდის - 9 ვაჟი და 4 გოგონა. საერთო ჯამში, ჩვენები, 9 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.
ტურნირის პირველ დღეს, საქართველოდან -48 კგ წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაიამ იასპარეზა. ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და პირველივე დაპირისპირებაში, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ავასეტე იპონით დამარცხდა და სამწუხაროდ, მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ჩემპიონატზე საქართველოს შემდეგი ჯოდოკებით არის წარმოდგენილი.
ვაჟები:
-73 კგ / მათე ბერუაშვილი, საბა ხალიშვილი
-81 კგ / ალექსანდრე ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი
-90 კგ თამაზ კობერიძე
-100 კგ / გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი
+100 კგ / საბა ქარდავა, თამაზ ბიგანაშვილი
გოგონები:
-48 კგ ჯულიეტა როდონაია
-57 კგ ნინო წიკლაური
-63 კგ ნონა დოლიაშვილი
-78 კგ ნინო პაპიძე





ჩვენ







