ზაზა ფაჩულია ახალი პროექტით ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად
ზაზა ფაჩულია ახალი პროექტით ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად
02.10.2024
ავტორი: TSFF.Ge

ზაზა ფაჩულია ახალი ინიციატივით გამოდის. დღეს თბილისში, პოპულარული ქართველი ცენტრის სახელობის კალათბურთის აკადემია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) თაოსნობით, საკომუნიკაციო კამპანიის - ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, დაწყება გამოცხადდა.  ღონისძიება ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში გაიმართა და მასში ზაზა ფაჩულია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და კერძო სექტორის ის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც ამ ინიციატივის დაუჭერენ მხარს და პარტნიორებიც გახდებიან.

საკომუნიკაციო კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და მოზარდებში ჯანმრთელობის, ფიტნესის, სპორტისა და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ინიციატივა გააერთიანებს კომპანიებს, ინდივიდებს, სპორტულ სახეებს,  საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამავდროულად,  ინიციატივა მოიცავს სასტიპენდიო ფონდის შექმნას, რომელიც მთელი  საქართველოს მასშტაბით ნიჭიერ და სპორტულ ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას მოიპოვონ სრული დაფინანსება და ისწავლონ ზაზა ფაჩულიას აკადემიაში. პროექტის ფარგლებში ჩანიშნულია სხვადასხვა სახის აქტივობებიც.