
3 და 4 ოქტომბერს, ტაჯიკეთში მიმდინარე ჯუდოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მორიგი საასპარეზო დღეები იყო. დუშანბეს ტატამზე ორი დღის მანძილზე საქართველოს 7 (-73 კგ / მათე ბერუაშვილი, საბა ხალიშვილი; -81კგ / ალექსანდრე ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი; -90 კგ თამაზ კობერიძე; -57კგ ნინო წიკლაური, -63კგ ნონა დოლიაშვილი) წარმომადგენელმა იასპარეზა და მხოლოდ ერთმა ჯერ ფინალურ ბლოკში გასვლა, შემდეგ კი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.
-81 კგ წონით კატეგორიაში, ქართულ გუნდს წონა გაორებული ჰქონდა. ლუკა ჯავახიშვილმა მეორე წრიდან დაიწყო და ჯერ ბადე მოიგო, შემდეგ კი, 1/2 ფინალშიც გაიმარჯვა და ფინალში, ჩინელ ვანგს დაუპირისპირდა. ქართველმა შეხვედრის დაწყებიდან მალევე ვაზარი გაუშვა, თუმცა, 53 წამში ვაზარითვე გაათანაბრა. კიდევ ორ წამში ქართველმა კიდევ ერთი ვაზარი აიღო, თუმცა, მსაჯებმა ის გააუქმეს. გაუქმებულ ვაზარს კი, იპონი და ჯავახიშვილის ჩემპიონობა მოჰყვა.
ხვალ ტატამზე ქართველები სამ წონით კატეგორიაში შეეცდებიან მედლების მოგებას, მათ შორის:
-100 კგ / გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი
+100 კგ / საბა ქარდავა, თამაზ ბიგანაშვილი
გოგონები:
+78 კგ ნინო პაპიძე
ფოტო: IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ







