ქართველ ახალგაზრდებს შერეულ გუნდურ ტურნირზე ხელი მოეცარათ
ქართველ ახალგაზრდებს შერეულ გუნდურ ტურნირზე ხელი მოეცარათ
06.10.2024
ავტორი: TSFF.Ge

დღეს ტაშკენტში ქართველმა ჯუდოკემბა მსოფლიო ჩემპიონატის შერეულ გუნდურ ტურნირზე  (-73, -90, +90 / -57, -70, +70) დაიწყეს ასპარეზობა და მედლებისთვის ბრძოლას, სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრის შემდეგ გამოეთიშნენ.


საბა ქარდავა, იბრაჰიმ თათაროლუსთან სამი შიდოთი დამარცხდა, ნინო წიკლაურმა ვაზარით მოუგო აიშენურ ქარადას, ვაზარით მოიგო მათე ბერუაშვილმა იბრაჰიმ დემირელთან, თუმცა, ჩვენი გუნდის დანარჩენი წევრები სამწუხაროდ დამარცხდნენ - ნონო დოლიაშვილმა იპონით წააგო თულა გულენაისთან, ავასეტე იპიონით დამარცხდა ლუკა თევდორაძე ემილ სელიმ არისთან (აქ საინტერესოა, რომ ქართველს ერთი ვაზარი გაუუქმეს), ავასეტე იპონით დამარცხდა ნონო პაპიძეც იამურ ილმაზთან. თურქეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი, მომდევნო შეხვედრა მონღოლეთის ნაკრებთან წააგო და საბოლოოდ, მედლებისთვის ბრძოლას, რეპეშაჟიდან გამოეთიშა.


ახალგაზრდებს შორის 2024 წლის შერეული გუნდური ჩემპიონი კი იაპონიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ფრანგები 2-4 დაამარცხა.



ფოტო: IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი