გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
26.09.2018
ავტორი:

თითქმის ქართული ფინალი, საქართველოს სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტის გურამ თუშიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში „თუში", აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული ორთაბროლის ბედი, ბოლო  წამებზე თუშიშვილის იპონით დასრულდა.

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია.

ბაქოში, მინდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მას შემდეგ რაც ქართული გუნდის სათვალაში მხოლოდ ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აღმოჩნდა, ყველა იმედი +100 კგ წინით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილზე იყო. ფინალამდე გურამს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების, არამედ მსაჯების დამარცხებაც მოუხდა. თუმცა, ½ ფინალში იპონით, ერთ ამოსუნთქვაზე მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ, ფინალში გურამი თავდაჯერებული გამოვიდა.

თუ მსოფლიო ჩემპიონატის სტატისტიკას გადავხედავთ და ქართველი და საქართველოდან წასული სპორტსმენების ნადავლს შევაერთებთ, აშკარაა, რომ ძიუდოს ქართველი წარმომადგენლები აღნიშნულ ჩემპიონატზე დომინირებდნენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ქართულ ძიუდოში, ამ წლის აპრილიდან დაწყებული არეულობის გამო, რამდენიმე ტურნირია, ქართველი ძიუდოისტებს ჩაუვარდათ. ჩვენის მხრივ ვულოცავთ „თუშის" ამ გამარჯვებას და იმედს, ვიტოვებთ, რომ ოქტრომბერში ჩანიშნული საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, აპრილში დაწყებულ არეულობას ქართული ძიუდოს ოთახში „დაალაგებს".



ეკა ელოშვილის ფოტო