26-ე ტურმა ელიგაში ინტრიგა დატოვა
26-ე ტურმა ელიგაში ინტრიგა დატოვა
28.09.2018
ავტორი:

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე წრის ბოლო ტურამდე, სატურნირო ცხრილში გუნდებმა პოზიციები არ შეიცვალეს. 4-ქულიანი სხვაობაა გათამაშების ლიდერს „საბურთალოსა" და „დინამო თბილისს" შორის, რომელსაც მესამე წრეში „საბურთალოსთან" შედარებით ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. 

სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზე არის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, რომელსაც ამ წრეში 3 გამოტოვებული თამაში აქვს და წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა 3 წრის შემდეგ მე-3 საფეხურზეც ამოინაცვლოს. ქუთაისელებს მატჩები, „ლოკომოტივის", „დილას" და „დინამო თბილისის" წინააღმდეგ აქვს გასამართი.

თავის მხრივ, სატურნირო ცხრილში პოზიციების გაუმჯობესებას „ლოკომოტივი", „დილა" და „დინამო თბილისიც" შეეცდებიან.  ელიგის 26-ე ტური კი წარმატებული გამოდგა საივე თბილისური გუნდისთვის.


„ლოკომოტივი" -  "დილა" 2-1




მატჩი 27 სექტემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართა. უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში გახსნა, 1-0. გოლის შემდეგ, „ლოკომოტივი" ოდნავ უფრო გამოცოცხლდა. ტაიმის მიწურულს გორელებიც გააქტიურდნენ და შედეგად 81-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 1-1. გადამწყვეტი გოლი ამ შეხვედრაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. 93-ე წუთზე „ლოკომ" კონტრ-შეტევაზე დაიჭირა მეტოქე და ზურიკო დავითაშვილმა „დუბლი" გააკეთა 2-1 და გუნდს 3 ქულა მოუტანა.




ამ თამაშიდან, ალბათ, ხაზგასასმელია 17 წლის ლოკომოტიველი შემტევის ზუკა დავითაშვილის სადებიუტო გოლი ელიგაში. ამავე გუნდის გამოცდიმა მცველმა, უჩა ლობჟანიძემ კი სავარაუდოდ ეს ჩემპიონატი დროზე ადრე დაასრულა. ფეხბურთელი, კუნთი გაიწყვიტა და ახლა 3-4 თვიანი მკურნალიბოს ციკლი ელის. ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა „ლოკომოტივის" ამერიკელი ლეგიონერი ოლურემიმ.

25 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 31 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.


„დინამო თბილისი" - „კოლხეთი 1913"  2-1



„დინამო თბილისმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა, საკმაოდ მძიმედ მოიპოვა ელიგის აუტსაიდერთან. მიუხედავად იმისა, რომ დინამოლებმა, „კოლხეთი 1913"-ს გოლი შეხვედრის მე-17 წუთზე გაიტანეს და მალევე, ანგარიშის ორამდე გაზრდაც შეეძლოთ, ფოთელები თავის დაცვასაც ახერხებდნენ. თბილისელებს, კი რომლებსაც ამ საშინაო შეხვედრის გამართვა „მიხეილ მესხის სახელობის" მთავარ სტადიონზე მოუწიათ, უკვე რამდენიმე ტურია კლუბისთვის დამახასიათებელ სათამაშო რიტმს ვერა და ვერ უბრუნდებიან. „კოლხეთი 1913"-თან შეხვედრისას შესაძლოა, დმიტრო ივანისენია და ლაშა თოთაძე, რომელიც მიკროტრავმების გამო განაცხადშიც კი აკლდა კახა კაჭარავას და სათადაროგო შემადგენლობაში „გადასროლილი" ახლგაზრდა მცველი ლევან ხარაბაძე და თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძეც აკლდა. თუმცა, ფაქტია, რომ გუნდის ყოფილი კაპიტნისა და ლიდერის ოთარ კიტეიშვილის ავსტრიაში გადაბარგების შემდეგ, „დინამო თბილისის" თამაშს აშკარად ხარვეზი გაუჩნდა.




ამას გარდა, უკვე მეორედ ამ სეზონში, დინამოელთა კარში კურიოზული გოლი გავიდა. შეხვედრის 24-ე წუთზე სტეფან სიკაჩის მიერ თამაშში შეტანილი ბურთი, თანაგუნდელებმა ვერ დაამუშავეს და პასუხად, იმედა აშორტიას არ გასჭირვებია, კარიდან საკმაოდ შორს გამოსული მეკარის უკან ბურთის გაგზავნა, 1-1. „დინამო თბილისმა" მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე ლევან შენგელიას ულამაზესი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზრდა, 2-1.  სწორედ ლევან, შენგელიას დუბლით „დინამო თბილისმა" რომელსაც ლიდერთან, „საბურთალოსთან" შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, საკუთარ ნადავლში 3 ქულა ჩაიწერა და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერს.


„ტორპედო" -  „სიონი" 3-0

ქუთაისის „ტორპედო", ტურიდან ტურამდე, ევროტურნირების წინ გაძლიერებული ლეგიონერების შეთამაშებას ახერხებს. კახა ჩხეტიანის გუნდი, ეროვნული ლიგის თამაშებს სტაბილურად კარგად ატარებს. რამდენიმე ტურია, მისი გუნდი ახერხებს სასურველი შედეგის მიღწევას და თანაც კარს მშრალად ინახავს. ეროვნული გათამაშების ლიდერის დამარცხების შემდეგ, ნაკლებად თუ მოელოდა ვინმე, რომ ბოლნისის „სიონს" ქუთათურებთან რაიმე შანსი ექნებოდათ. თუმცა, ქუთაისელებს გოლის გასატანად მთელი 34 წუთი დასჭირდათ. ანგარიში გრიგოლ დოლიძემ გახსნა ლაზარ მარინის გადაცემის შემდეგ, 1-0. სხვათა შორის, ბოლო ტურებში ტორპედოელთა გოლებში, სწორედ მარინს მიუძღვის ლომის წილი.




„ტორპედომ" ანგარიში ორამდე, მეორე ტაიმში 58-ე წუთზე გაზარდა, ლევან კუტალიას გოლით, 2-0. თორნიკე კაპანაძემ კი, რომელიც კუტალიას საგოლე გადაცემა ჩაიწერა, 63-ე წუთზე თავადაც მოახერხა გოლის გატანა. „ტორპედომ" 3-0 გაიმარჯვა. მართალია, სატურნირო ცხრილში ჯერ მხოლოდ მე-4 ადგილზეა გუნდი, თუმცა ლიდერთან „საბურთალოსთან" შედარებით 3 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და დღევანდელი მაჩვენებლით, მხოლოდ 1 ქულითღა ჩამორჩება საჩხერის „ჩიხურას".


„ჩიხურა" - „საბურთალო" 0 -1

საჩხერის „ჩიხურას, თუკი გუნდს პრეტენზია აქვს, რომ 2019-2020 წლების სეზონზე ევროტურნირებზე იასპარეზოს, „საბურთალოსთან" საკუთარ მოედანზე დაკარგული ქულების შემდეგ, საქმე საკმაოდ გაურთულდა. 26 ტურის დასრულებისას, გათამაშების პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები 14 და 10 ქულით უსწრებენ მესამე ადგილზე მყოფ გორის „დილას" და შესაბამისად პროპორციულად მომდევნო მე-4 და მე-5 ადგილზე მყოფ „ჩიხურასა" და „ტორპედოს". ამრიგად, გამომდინარე იქიდან, რომ ევროსარბიელზე მოსახვედრად „ჩიხურას" ქვეყნის თაისის გათამაშებაში გზა „ტორპედომ" ჩაუკეტა, სოსო ფრუიძის გუნდი, ახლა ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი საფეხური დაიკავოს. ამის გაკეთება კი საკმაოდ რთული იქნება.




ივანწმინდაში, „ჩიხურასა" და „საბურთალოს" დაპირისპირებისას მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველი, რომელშიც სტუმრები დომინირებდნენ, თუმცა საჩხერელთა მეკარე დინო ჰამზიჩი ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყო და მეორე ტაიმი, სადაც მასპინძლებმა ლიდერის შევიწროება მოახერხეს. რა დასამალია და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი,  „დინამო თბილისთან" და შემდეგ, „ტორპედოსთან" თამაშებისა და ამ თამაშების განცდილი მარცხის შემდეგ, „ჩიხურათან" მატჩში, უფრო მობილიზებული იყო. ბუნებრივია, „საბურთალო", რომელსაც არსებობის ისტორიაში პირველა აქვს შანსი, ქვეყნის ჩემპიონის „ტიტული" მოიპოვოს, კარგად გრძნობს, მდევართა პულსისცემას. გოლი კი „საბურთალომ" მხოლოდ შეხვედრის მიწურულს, 84-ე წუთზე გაიტანა, ის დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა და მინიმალური ანგარიშით 0-1, სტუმრად უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

***

ამ ტურის ბოლო, მეხუთე დაპირისპირება ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „საბურთალომ" და „რუსთავმა" ქულები გაიყვეს. თითო ბურთი გაიტანეს ზაზა ციცქიშვილმა 31-ე წუთზე და შემდეგ, 11-მეტრიანით ოლეგ მამასახლისმა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.


სატურნირო ცხრილი

მომდევნო ტურის შეხვედრები 30 სექტემბერს, 1 და 2 ოქტომბერს გაიმართება.


მასალაში გამოყენებულია ქუთაისის „ტორპედოსა" და „საბურთალოს" ფოტო-მასალა