ვილი სანიოლის გუნდი ხვალ 90 წუთი დახარჯვას აპირებს
ვილი სანიოლის გუნდი ხვალ 90 წუთი დახარჯვას აპირებს
13.10.2024
ავტორი: მარიამ მესხი / თარამ ჯიშკარიანი

ამ წუთებში, საგურამოში, საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივის" საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის1 ჯგუფის მეოთხე კალენდარული მატჩის წინ ბოლოჯერ ვარჯიშობს. ვილი სანიოლის გუნდი, ხვალ, თბილისში, მიხეილ მესხზე, ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.


ტრადიციულად მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პროტოკოლით გათვალისწინებულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.


ვილი სანიოლი: „უკრაინასთან, ისევე, როგორც ჩეხეთთან დასაწყისი არ იყო კარგი, ვისაუბრეთ ფეხბურთელებთან და ვნახოთ, როგორ დავიწყებთ ხვალ. „კიტე" კარგადაა, დაღლილობა იყო მხოლოდ, მომდევნო თამაშისთვის სრულად მზად იქნება.


რა თქმა უნდა, ვიცი, ვინ შეცვლის ქოჩორაშვილს და ამას თქვენც სხვალ, სხვებთან ერთად იხილავთ. უკრაინასთან თამაში შეგვეძლო მოგვეგო, შეგვეძლო ფრე მაინც გვეთამაშა. ჩემი ფეხბურთელებისგან კარგად დაწყებას და 90 წუთის განმავლობაში ინტენსიურ თამაშს ველოდები.


ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ იმიტომ, რომ ყველა ბოლომდე იხარჯება და შრომობს და ეს უნდა შევინარჩუნოთ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".


ლაშა დვალი: „პოლონეთში  მინდვრის საფარი ჩვენს სათამაშო სტილს ნამდვილად ხელს უშლიდა. რა თქმა უნდა, აღსადგენად დიდი დრო არ გვქონია, თუმცა იგივე კონდიციებშია ალბანეთიც, მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და ვფიქრობ, მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის.


ფაქტი, რომ ალბანელები ჰიმნის დროს უსტვენდნენ, მათ ღირებულებებზე მეტყველებს. ჩვენს გულშემატკივარს მოვუწოდებდი, რომ იგივე არ გააკეთონ და 90 წუთის განმავლობაში გვიგულშემატკივრონ".



სპეციალურად საგურამოდან