ამ ჯგუფში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს
ამ ჯგუფში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს
14.10.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო: თარამ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში ალბანეთს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე, ალბანელთა ფლანგიდან დაწყებული შეტევა ასლანის საჯარიმოს გარედან გატანილი გოლოთ დასრულდა. რეალურად დაცვაში თამაში ჩაგვივარდა. ეს კი ის ერთადერთი შეცდომა აღმოჩნდა, რომელსაც სილვინიო გუშინდელი დღიდან ელოდა და რომლის შესახებაც დღეს ოდნავ მოგვიანებით, მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში, კიდევ ერთხელ იტყვის.


თავდაპირველად, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უპასუხა.



რატომ დადგა ეს შედეგი


ზოგჯერ, როდესაც აგებ გინდა რომ თქვა ნეგატიური, რამ იმუშავა რამ არა, ჩემი პირველი განცდაა რომ ვერ მოვახერხეთ გატანა, გავაკონტროლეთ ბურთი, მათ რამდენიმე შანსი ჰქონდა და მოახერხეს გოლის გატანა და დაგვაკლდა აგრესიულობა. როცა ვერ გაგაქვს ფეხბურთში ეს შედეგია. სწორი ბოლო პასი რომ გაგვეკეთებინა, შესაძლოა სხვა შედეგი ყოფილიყო, ამას ყველაფერს გავაანალიზებთ. ფეხბურთი ყოველთვის ძალიან ბრუტალურია.


გადახალისებული შემადგენლობა, არეული ტაქტიკა, რატომ ვერ გადავედით ძველ რელსებზე...


დღეს სრულიად განსხვავებული ტაქტიკა იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შემტევი გვყავდა, რადგან ვიცოდით, რომ ალბანელები დაცვიდან ითამაშებდნენ. ფეხბურთელებს ტაქტიკასთან შეგუება არ გასჭირვებიათ. უბრალოდ, ბოლო პასი, ბოლო დარტყმა დაგვაკლდა. ამ თამაშის ანალიზი სხვანაირი იქნება. ფეხბურთი რთული სპორტია და როცა არ ამთავრებ სამუშაოს, ვგულისხმობ გოლის გატანას, ამას ასეთი სირთულეები მოყვება. ვფიქრობ, 10-20% მაინც რიმ გამოგვეყენებინა იმ მომენტების რაც გვგქონდა, ამ თამაშს მოვიგებდით. იყო მომენტები, როცა ძალიან სწრაფად ვცდილობდით შეცდომები გამოგვესწორებინა. თუმცა ამას, იმედი მაქვს, მომავალში გამოვასწორებთ. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს.


ქოჩორა, ჟორჟი და სხვა ცვლილებები


ამ ერთა ლიგამ მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპისთვის უნდა მოგვამზადოს და გვჭირდება ბ და ც გეგმა მეტოქიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე. როდესაც სასტარტო შემადგენლობას ვაყენებ, რა თქმა უნდა, საუკეთესოებს ვარჩევ. ეს იმას ნიშნავს, რომ სკამზე დარჩენილ ფეხბურთელებში შემტევთა პოტენციალი ნაკლები იყო. ეს არ არის ცვლილებების კრიტიკა, უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მივიღე.


ქოჩორაშვილის პოზიციაზე ფეხბურთელი არ გაგვაჩნია და მოგვიხდა ტაქტიკური ცვლილებები. ის რომ ქოჩორა, როდისმე შემადგენლობაში არ იქნება, ჩვენ მაინც უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. მიქაუტაძე არის ცუდ სიტუაციაში თავის გუნდში, რაც თავდამსხმელისთვის ძალიან ცუდია. მას უნდა ჰქონდეს საფეხბურთო დრო, მათ შორის ჩვენთანაც. ბოლო ორ თამაში უკრაინისა და ალბანეთის წინააღმდეგ ჟორჟის თამაშს ეს დაეტყო. ახლა, მისთვის არის რთული დრო, მაგრამ ვიმედოვნებ რომ მომავალ კვირებში მისცემენ სათამაშო დროს, რადგან ეს დაეტყობა არა მხოლოდ მის საკლუბო, არამედ სანაკრებო თამაშებსაც. ჩვენ მას ბოლომდე მხარში ვუდგავართ და არ დავივიწყებთ იმას, რაც ნაკრებისთვის გაუკეთებია.



ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, თუმცა ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი ჩეხეთსა და უკრაინას შორის მოგვიანებით გაიმართება. გუშინდელი მატჩისწინა პრეს-კონფერენციის მსგავსად ჯგუფის თანაბარ შანსებზე ილაპარაკე დღესაც თამაშის შემდეგ მედიასთან შეხვედრისას სილვინიომ.


რის ხარჯზე მოიგო ალბანეთმა


უპირველესად მინდა ვთქვა რომ დაბალანსებული ჯგუფია და ყველა გუნდს აქვს შანსი ამ ჯგუფიდან გასვლის. საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, სანიოლმა კარგი სამუშაო შეასრულა ამ გუნდის ჩამოყალიბების სახით. ამაზე ტირანაშიც და დღესაც ველაპარაკე. ჩვენ ეს თამაში მოვიგეთ არა რაიმე ტაქტიკის გამო, რომლითაც დღეს საქართველომ ითამაშა. შეიძლება გქონდეს წამი და ის უნდა გოლად გარდასახო. ეს გააკეთა საქართველოსთან უკრაინამ, მუდრეკმა როცა გაიტანა და ეს გავაკეთეთ ჩვენ. ახლა ბედნიერები ვართ, რადგან 3 ქულა ავიღეთ. დაგვრჩა ორი თამაში და უნდა მოვემზადოთ ამ შეხვედრებისთვის.



ალბანური „დესტრუქცია" vs ქართული „ტაში"


შესანიშნავი იყო ქართველი გულშემატკივრების აპლოდისმენტების მოსმენა ალბანეთის ჰიმნზე. ფეხბურთი ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული, კომპლიმენტები და მადლობა მათ.


ყველაფერი შეიძლება მოხდეს

ამ ჯგუფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა ჩეხეთისა და უკრაინის მატჩში რა მოხდება. არ აქვს მნიშვნელობა სახლში თამაშობ თუ სტუმრად. ახლა ტირანაში დავბრუნდებით და მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადებით, რომელიც ძალიან რთული იქნება. ამ დროისთვის შანსი აბსოლუტურად ყველას თანაბარი აქვს.