
14 ოქტომბერს, მიხეილ მესხზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა გამართა ალბანეთის წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე, ქართველთა გუნდმა დაცვაში დაშვებული შეცდომის შემდეგ გავიდა. შესაბამისად, ალბანელებმა თბილისიდან სამი ქულა წაიღეს. ჩვენ კი, ჯგუფში, პირველობა დავკარგეთ. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა, უკრაინასა და ჩეხეთს შორის ფრედ, 1-1 დასრულდა. შესაბამისა, ჯგუფის ახალი ლიდერი ჩეხეთია, რომელთანაც დიდი ალბათობით, 19 ნოემბერს მოგვიწევს ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელის ვინაობის გარკვევა.
მანამდე კი, თბილისში დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველო-ალბანეთის შეხვედრაზე კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა და ლუკა ლოჩოშვილმა გააკეთეს.

ოთარ კიტეიშვილი:
"სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება ჯგუფის მოგების. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ, რას არ ვაკეთებთ სათანადო დონეზე და გამოვასწოროთ ნოემბრის მატჩებში. აუცილებელია კარგი შედეგის ჩვენება და იმედი მაქვს, რომ ჯგუფის წარმატებით დასრულებას შევძლებთ.
წინა მატჩთან შედარებით, მეტოქე უფრო მეტად კომპაქტურად იცავდა თავს, ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ და ცდილობდნენ, რომ ფლანგებიდან შეგვეტია, რამაც გაართულა ჩვენთვის სივრცეების პოვნა. გვქონდა გარკვეული მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ორივე თამაშში მსგავსი გოლები გავუშვით, თითქოს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს. უნდა გავაგრძელოთ შრომა, განვითარება და შედეგი აუცილებლად იქნება".

ლუკა ლოჩოშვილი:
„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და ერთი კონტრშეტევა გამოგვეპარა. მეტოქეს მეორე ტაიმში სხვა მომენტი არც ჰქონია. თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით. თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ალბანეთი კომპაქტურად იცავს თავს, და მიუხედავად ამისა, მომენტები მაინც გვქონდა. იმედგაცრუებული ვართ, რადგან მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები".
და ბოლოს მომდევნო, მეხუთე ტურის და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. 17-ში კი გუნდი ჩეხეთში, დასკვნითი მატჩის სათამაშოდ ჩავა.





ჩვენ







