„სარბიელის“ ვერსიით, მამარდა 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მეკარეა
„სარბიელის“ ვერსიით, მამარდა 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მეკარეა
15.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„სარბიელის" 2023-2024 წლების წლის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა. „მამარდამ" ეს ჯილდო, ზედიზედ მეორე მოიგო. ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელიც 1993 წლიდან ტარდება, ამჯერად, გამოკითხვა 2023 წლის აგვისტოდან, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გამოკითხვაში, 86-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ჩვენი ვებ-გვერდი, TSFF.Ge-ც მონაწილეობდა.


გიორგი მამარდაშვილმა, მიუხედავად ჩინებული სეზონისა და ამაზე ოდნავ ქვევით ვისაუბრებთ, ჩვენს ვერსიაში მეორე პოზიცია დაიკავა. არ დავმალავთ და ორი პირველი ადგილის მინიჭება, რომ ერთდროულად ყოფილიყო შესაძლებელი, აუცილებლად გიორგი მეორე გიორგისთან ერთად აღმოჩნდებოდა, თუმცა, ჩვენ ამ ჯერზე, პირველობა გიორგი მიქაუტაძეს მივაკუთვნეთ, რომელიც განვლილ სეზონში ძალიან ბევრს მუშაობდა ეროვნული ნაკრებისთვის და ეს ყოველივე იმის ფონზე, რაც მას საკლუბო თამაშებში სათამაშო (ცოტა) დრო ეძლეოდა, განსაკუთრებით, „აიაქსის" პერიოდში.


ჩვენს არჩევანში მესამე პოზიციაზე ოთარ კიტეიშვილი დავასახელე. გრაცის „შტურმისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების „გენერატორმა", მარტივად, მისი არყოფნის პერიოდში, გუნდის სათამაშო სისტემაში „წყვეტა" კარგად დაგვანახა. ამის გარეშეც, მიგვაჩნია, რომ წლების მანძილზე კიტეიშვილი ენით აუწერელ შავ სამუშაოს აკეთებს, რომელიც, უფრო ხშირად შეუმჩნეველი რჩება და სადღაც, მისი წვლილი აუცილებლად უნდა აღინიშნოს.


წლის დებიუტი, ამ გამოკითხვის კიდევ ერთი ნომინაციაა და აქ, უდავო და ერთადერთი კანდიდატი, რის შესახებაც ბევრი არ გვიფიქრია, გიორგი ქოჩორაშვილი იყო.


და ბოლოს, კვლავ „მამარდას" დავუბრუნდეთ -  2023-24 წლების სეზონში „ვალენსიას" შემადგენლობაში გიორგიმ ლა ლიგის 37 მატჩი ჩაატარა. ერთი „შეხვედრა", ბარსელონასთან მიღებული წითელის გამო გამოტოვა. „მშრალად" კარი 13-ჯერ შეინახა. ის, რამდენიმე ვერსიით, ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.  სანაკრებო კუთხით, ევრო 2024-ზე გასასვლელ ფინალში, „მამარდას" აღებული 11-მეტრიანი ქართული გუნდის წარმატების საწინდარი გახდა. უშუალოდ ევრო 2024-ზე კი, მამარდაშვილი ჩეხეთთან მატჩის MVP-იდ დასახელდა. უეფა-მ არა, მაგრამ რამდენიმე ვერსიით, სწორედ ქართველი მეკარე დასახელდა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ. და ბოლოს, transfermarkt-ზე ახალგაზრდა ქართველი მეკარის შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა.


საბოლოოდ, "სარბიელის" ვერსიით  (იხილეთ სრული დანართის სახით) პირველი სამეული ასე გამოიყურება: 1 ადგილი - გიორგი მამარდაშვილი, 2 ადგილი - ხვიჩა კვარაცხელია, 3 ადგილი - გიორგი მიქაუტაძე