
ესპანეთში დაბრუნებულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს სასიამოვნო სიურპრიზი დახვდა. მადრიდის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, ბრუნეტეს მერიის გადაწყვეტილებით ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას „ნიკო შერას" ქუჩა დაერქმევა.
მოგეხსენებათ, ქართული წარმოშობის სპორტსმენი პირველი მამაკაცი ძიუდოსიტია ესპანეთის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ინფორმაციას Marca.com-ი ავრცელებს.
ნიკოლოზ შერაზადიშვილმა რამდენიმე დღის წინ ბაქოში ჩატარებულ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, 24 სექტემბერს 90კგ-მდე წონით კატეგორიაში დაძაბულ ბრძოლაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ესპანეთში დაბრუნებულ ნიკო შერაზადიშვილს, მადრიდის ადოლფო სუარეზა ბარახასის სახელობის ეროპორტში გულშემატკივრებთან, ესპანთის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან და სხვა პირებთან ერთად, ბრუნეტის მერი ბორხა გუტიერესიც დახვდა.
მასალა მოამზადა ნათია კოსტავამ





ჩვენ








