19-წლამდებმა ერთი ფრედ ითამაშეს და ერთიც მოიგეს
19-წლამდებმა ერთი ფრედ ითამაშეს და ერთიც მოიგეს
14.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

12 და 14 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ლიეტუვაში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშებისთვის ემზადება. ჩვენს ასაკობრივ გუნდს 12-18 ნოემბერს, აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გამართვა ნორვეგიის, ესტონეთისა და შვედეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს. თამაშები, შვედეთში ჩატარდება.

მანამდე კი, ქართველმა 19-წლამდებმა ბოლო სპარინგები გამართეს. პირველში ფრედ, 0-0 ითამაშეს. მეორე შეხვედრა კი, „დინამო თბილისი 2"-ის ფეხბურთელების გიორგი მეფარიშვილისა (43') და გიორგი  ნიკოლაშვილის (45'+3) გოლებით, ქართველმა 19-წლამდება მოიგეს.


შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, ქართველმა 19-წლამდებმა ორი ამხანაგური შეხვედრა უკვე გამართეს. სექტემბერში ისინი სლოვაკეთში ადგილობრივ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. ერთ შეხვედრაში ფრედ, 2-2 ითამაშეს, ხოლო მეორეში 2-1 დამარცხდნენ.


საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 16 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება. ნაკრების 11 ფეხბურთელი რომლებიც „დინამო თბილისს" წარმოადგენენ, ეროვნული ლიგა 2-ის თამაშებისთვის და მოახლოებული სათასო 1/4 ფინალისთვის გააგრძელებს მომზადებას.