ბასილაშვილი ჯერ მხოლოდ, ATP-ის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოჩნდა
ბასილაშვილი ჯერ მხოლოდ, ATP-ის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოჩნდა
14.10.2024
ავტორი: TSFF.Ge

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბრუნებას იწყებს. ქართველი ჩოგბურთელი ამჯერად, 18 თვიანი „შესვენების" შემდეგ ATP-ის ტურნირზე გამოჩნდა. ერთ დროს მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი, 318 ადგილზეა და ეს, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილმა 10 საფეხურით აიწია. სწორედ, რეიტინგის გამო, ქართველი მხოლოდ, ITF-ის შეჯიბრებებზე მონაწილეობდა. ბარემ, აქვე გავიხსენოთ, რომ ბასილაშვილს, ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.


„დაბრუნების" შემდეგ,  ქართველმა ანტვერპენში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირზე ითამაშა და  საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, ტურნირის მასპინძელ ბელგიელ ბაილისთან ორ სეტში, 6-7 (4-7), 1-6 დამარცხდა. შესაბამისად, ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა.


ფოტო: © ATP