„დინამო თბილისმა“ საქმე გაირთულა
„დინამო თბილისმა“ საქმე გაირთულა
30.09.2018
ავტორი:

მესამე წრის ბოლო ტურში „დინამო თბილისმა" გასვლაზე, გორში ითამაშა. რა დასამალია და „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი" თბილისელთათვის ყოველთვის უხერხული მოედანია და დინამოელებს, აქ თამაში ძირითადად უჭირთ. იმის გათვალისწინებით, რომ დინამოელებს სათასო, თუ ელიგის თამაშები, თითქმის 3 დღეში ერთხელ უწევთ და ამას გარდა, როდესაც ელიგის გუნდები სანაკრებო ფანჯრის დროს ისვენებდნენ, დინამოელებს ასაკობრივ ნაკრებშიც უხდებათ თამაში, თბილისელებს მესამე წრის ბოლოს გადაღლა დაეტყოთ. გორში, თამაში კი, ამ ფორმაციის „დინამო თბილისს", რომელშიც მოთამაშეთა უმეტესობის ასაკი 19-21 წელს არ აღემატება, უფრო გაუჭირდებოდათ.




თუმცა, ეს არ არის გამართლება, მითუმეტეს რომ „დინამო თბილისის" მიერ ბოლოს ჩატარებული თამაშებიდან თუ ვიმსჯელებთ, გუნდს ყველა შეხვედრაში ბეწვის ხიდზე მოუხდა გასვლა და ხშირ შემთხვევაში, უფრო სპორტული იღბალი სწყალობდათ, ვიდრე თამაშიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი. ალბათ, ამავე შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, დინამოელებისთვის ეს იღბალიც, რამდენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალიზმე უფრო გადიოდა. ბუნებრივია, ის რასაც სხვა, შედარებით დაბალი რანგის გუნდი „გაპატიებდა", გორის „დილას" წინააღმდეგ არ გაგივიდოდა. მით უმეტეს, რომ ახლა, „დილას" სათავაშე ის მწვრთნელი დგას, რომელსაც თბილისელთა გუნდში მოთამაშეთა დიდი ნაწილის, ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის და შესაბამისად, ისიც იცის სად შეიძლება „დაგიჭიროს".




მართლაც, გიორგი შაშიაშვილის გუნდმა, 27-ე ტურის ამ შეხვედრაში, თამაშის სადავეები პირველი წუთებიდან აიღო ხელში. გორელებს, უკვე შეხვედრის მესამე წუთზე ჰქონდათ, საგოლე მომენტი, როდესაც ლეანდრო რიბეიროს ჩაწოდებული ცუდად მოიგერია ლევან ხარაბაძემ, დავით რაჟამაშვილის დარტყმული კი, უკვე სტეფან სიკაჩამა მოიგერია. ამ მომენტის გაგრძელებისას, კთხურის შემდეგ შეეძლო ანგარიშის გახსნა გიორგი გადრანსაც. თუმცა, მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა.  აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ამ შეხვედრაში გამოჩნდა დინამოელთა დაცვის ხაზის შეუთანხმებელი და გაუმართავი თამაში. უკვე, მეორე მატჩია, კაჭარავას გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება ლაშა თოთაძე, რომელიც წინა შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს განაცხადში მოხვდა. დღეს, არ იყო ძირითად შემადგენლობაში, არც დავით კობოური. ისევე, როგორც, ფოთის „კოლხეთი 1913"-თან შეხვედრისას სათადარიგო სკამზე იყო კვლავ, ბუდუ ზივზივაძეც. ბაქარ ქარდავა კი საერთოდ განაცხადს მიღმა დარჩა. ფაქტია, რომ ოთარ კიტეიშვილის გუნდიდან წასვლის შემდეგ, კაჭარავამ „დინამოს" 11-კაციანი შემადგენლობა ვერ დაარეგულირა. გუნდის სათამაშო რგოლებში არის წყვეტა, რომელიც საბოლოო ჯამში პრობლემებს ქმნის და თუკი, თბილისელებს საჩემპიონო ამბიცია აქვთ, დინამოელთა მთავარ მწვრთნელს, მისი გადაჭრა მალევე მოუწევს.




საბოლოოდ, ამ პრობლემის, დასტური იყო 74-ე წუთზე თბილისელთა კარში გაშვებული გოლიც. საერთო ჯამში, ფაქტია, რომ დინამოელებმა, მხოლოდ  15 წუთის შემდეგ დაიწყეს თამაშისთვის ალღოს აღება. თუმცა, ძირითადად ლუკა გუგეშაშვილის კარისკენ, რამდენჯერმე მოახერხეს დარტყმა. აქედან, კარის ჩარჩოში 2-ჯერ, თუ 3-ჯერ მთელი შეხვედრის მანძილზე და მხოლოდ ერთხელ მოუხდა გარჯა გორელთა კარის მცველს, როდესაც გიორგი კუციას დარტმული, კუთხურზე მოიგერია.




საერთო ჯამში, შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შედეგითაც, ფრე უფრო ლოგიკური იქნებოდა. თუმცა, ხშირად ფეხბურთში ლოგიკას იღბალი და  გამართლება უფრო წყვეტს. ამ დღეს, იღბალი „დილას" მხარეს იყო. „დინამო თბილისმა" კი, 10-თამაშიანი წაუგებელი შეხვედრების ციკლი შეწყვიტა. ახლა, კახა კაჭარავას გუნდს 3 ოქტომებრს, სათასო შეხვედრა ელის ლანჩხუთში, სადაც ელიგის გუნდებიდან მხოლოდ „დინამო თბილისის" და „ტორპედო" შემორჩნენ.




რაც შეეხება გორის „დილას",  რომელმაც დღეს, „დინამო თბილისთან" 1-0 გამარჯვების შემდეგ, თბილისელებთან სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა და სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზეა, ყველა ღონეს იხმარს ევროტურნირებზე მოსახვედრად. აქვე, შეგახსენებთ, იმასაც, რომ „დილასაც" და „დინამო თბილისთან" თითო-თითო მატჩი რჩებათ გასამართი ქუთაისის „ტორპედოსთან". „ტორპედომ" კი 27-ე ტურის შეხვედრა დღეს, ფოთის „პარკი არენაზე", გათამაშების აუტსაიდერთან „კოლხეთი 1913"-თან ფრედ 0-0 ითამაშა.


სატურნირო ცხრილი

ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ და ზეგ გაიმართება.