
22 ოქტომბერს, თბილისში, „დინამო არენაზე" საქართველოს თასის ბოლო 1/4 ფინალურ შეხვედრაში „დინამო თბილისი 2", რომელი ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს და ძირითადად 16-20 წლის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული ეროვნული ლიგის გუნდსა და შეიძლება ითქვას, „სათასო გუნდს", „გაგრას" დაუპირისპირდა და 0-3 (მატჩის ოქმი) დამარცხდა. საინტერესოა, რომ განსხვავებით აკადემიელი დინამოელებისგან, „გაგრას" რიგებში, ის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, რომლებსაც სხვადასხვა წლებში, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, „დინამო თბილისის" რიგებში, ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასიც აქვთ მოგებული. შესაბამისად, „დინამო არენაზე" ისინი, თავს როგორ თევზი წყალში ისე გრძნობდნენ. რაც შეეხება შეხვედრას, თბილისელებმა პირველ ტაიმში მოახერხეს ბურთის გაკონტროლება, თუმცა, გამოცდილების ხარჯზე გაგრელებმა, ამ მონაკვეთშიც და მომდევნოშიც, ყველა შანსი გამოიყენეს. პირველი ტაიმი, გაგრელებმა 32-ე წუთზე, გიორგი ხარებაშვილის გოლის წყალობით მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში, 54-ე წუთზე გამოცდილმა ნოდარ ქავთარაძემ, კარგად ისარგებლა გამოუცდელი დინამოელების დაბნეულობით თბილისელთა საჯარიმოში და მეორე გოლი გაიტანა. 69-ე წუთზე, თბილისელები 10-ნი დარჩნენ. რეალურად, ამ მომენტმა თბილისელები „ჩამოშალა". დინამოელები კი უტევდნენ, თუმცა, შეტევებს ბოლო ფაზა აკლდა. 88-ე წუთზე კი, გოგა გოგოლაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „გაგრა", 1/2 ფინალში გავიდა.
დღეს კი, სფფ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის სეზონის ნახევარფინალური წყვილების შესახებ ინფორმაცია. თამაშები, რომლებიც კვლავ ერთ-რაუნდიანია 5 ნოემბერს გაიმართება.
„სპაერი" - „გაგრას" საკუთარ, ხელოვნურსაფარიან მოედანზე, თბილისში დაუპირისპირდება. სხვათა შორის, "სპაერი", რომელიც ლიგა 2-ში ასპარეზობს, ახალი მთვარი მწვრთნელის მეთვალყურეობით, საკმაოდ, საყურადღებო გუნდად იქცა.
მეორე წყვილში „დინამო თბილისი", ფოთის „კოლხეთი 1913"-ს, „დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ის სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 5 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.





ჩვენ







