
30 ოქტომბერს, თბილისში, „თბილისი არენაზე", საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010" ქართველ გულშემატკივარს დაელოდება, რათა მე-6 მოთამაშესთან ერთად, მოიგოს ფიბა-ს ევროპა თასის კიდევ ერთი შეხვედრა. საქართველოს ჩემპიონი, ტურნირის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეოთხე კალენდარულ მატჩს, სლოვაკურ „პრიევიდზასთან" წინააღმდეგ ჩაატარებს. ქუთაისელებმა, პირველი ჯგუფური შეხვედრა, სწორედ ამ გუნდთან, გამართა და 8 ქულით 77-69 წააგო. სხვათა შორის, სლოვაკთა გამარჯვებაში უდიდესი როლი, დარბაზში შეკრებილმა ქომაგებმა და გარემომ ითამაშა. შესაბამისად, ქართული კლუბი, იმედს იტოვებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამაში თბილისში და არა ქუთაისში ტარდება, კალათბურთის ქართველი გულშემატკივარი საქართველოს მოქმედ ჩემპიონს გვერდით დაუდგება.
მანამდე კი, კოტე ტუღუშის გუნდმა ჯგუფის მესამე კალენდარული შეხვედრა სოფიაში, „ბალკანის" წინააღმდეგ გამართა. მატჩის შემდეგ, ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იტყვის, რომ პირველ ტაიმში მისი გუნდი საკუთრ თავს არ ჰგავდა. ქართულა კლუბმა პირველი მეოთხედი 19-11 წააგო, მომდევნოში მოახერხა მობილიზება და ფრედ 17-17 ითამაშა, თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, 8 ქულიანი სხვაობა და პირველ ორ პერიოდში დაშვებული შეცდომები, როგორც ჩანს, გასახდელში სერიოზული განსჯის საგანი გახდა. ამ დეტალს, მატჩის შემდეგ, გიორგი კორსანტიაც გაუსვამს ხაზს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი, დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო იყო. კორსანტიას მარგი ქმედების კოეფიციენტი თამაშის დასრულების შემდეგ, 31% შეადგენდა. მის ანგარიშზე ორმაგი დუბლი, 27 ქულა და 11 მოხსნაც ჩაიწერა.
„მადლობას ვუხდი გუნდელებს და სამწვრთნელო შტაბს, რადგან მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება. გავაანალიზეთ პრობლემები რომლებიც პირველ ტაიმში გვგქონდა. მოვიპოვეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან ამ გამარჯვებით შევინარჩუნეთ შანსი დავძლიოთ ჯგუფი და ფლეი-ოფში ვითამაშოთ. ვფიქრობ, ამ შეხვედრაში გადამწყვეტი პირველი ტაიმის შემდგომი საუბარი იყო, როდესაც გასახდელში მწვრთნელმა და მოთამაშეებმა გავამხნევეთ ერთმანეთი. ეს იყო აუცილებლად მოსაგები თამაში, გადამწყვეტი იყო ტაიმი და მწვრთნელის საუბარი მოთამაშეებთან. დღეს თამაშზე იყვნენ ქართველი ფანები. ჩვენ, ყოველთვის მადლიერები ვართ გულშემატკივრის, რომელიც თამაშების დროს გვგქომაგობს და გვეხმარება", - ამბობს გიორგი კორსანტია.
მეორე ტაიმი ტუღუშის გუნდმა ბევრად უკეთესად ჩაატარა. მესამე მეოთხედის ბოლოსკენ, გუნდმა, სხვაობის შემცირება, ოთხ ქულამდე მოახერხა, პერიოდი 25-29 მოიგო. დასკვნითი მეოთხედის წინ კი, ანგარიში 61-57 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. ბოლო, მეოთხე პერიოდში, ტუღუშის გუნდმა უფრო კომპაქტურად დაიწყო თამაში. მაქსიმუმამდე შეამცირა შეცდომები, მე-5 წუთზე, გიორგი კორსანტია ლეიაფით ანგარიში გაათანაბრა 72-72 და უპირატესობის გაზრდა დაიწყო. საბოლოოდ მეოთხედი 17-29 მოიგო და შეხვედრა 78-86 (მატჩის ოქმი).

მირიან ჩხეიძის ფოტო





ჩვენ







