სანაძის თვრამეტმა ქულამ ანორთოსისს სარაგოსაში ვერ უშველა
სანაძის თვრამეტმა ქულამ ანორთოსისს სარაგოსაში ვერ უშველა
24.10.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

დუდა სანაძის 18 ქულა ფიბა ევროპის თასზე, რაც მისი გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველ ფორვარდს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და კვიპროსის ანორთოსისი ესპანეთში, სარაგოსასთან 77-92 დამარცხდა.

ზოგადი ვითარება არ იძლეოდა იმის შანსს, რომ კვიპროსულ კლუბს ესპანეთში ადგილობრივი გუნდი დაემარცხებინა და სანაძის შედეგიანმა გარჯამ ეს რეალობა ვერ შეცვალა. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:34 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 9-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად სანაძემ 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს.


სანაძესთან ერთად ანორთოსისში ამერიკელები - კენტვან სმიტი და მარკიზ თოუნსი გამოირჩნენ, რომლებმაც შესაბამისად 16 და 15 ქულა ჩააგდეს, თუმცა მთლიანობაში ფამაგუსტელებმა შეხვედრა 15 ქულით დათმეს. 3-დან 3 წაგებით ანორთოსისი 4-გუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს კვლავ სტუმრად, სლოვაკურ ლევიცესთან გამართავენ.