
უეფა-ს ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ანდრორისა და ლატვიის წინააღმდეგ თამაშებისთვის ვლადიმირ ვაისმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არის ერთი დებიუტანტი, პოლონური „არკაში" მოთამაშე, 22 წლის ლუკა ზარანდია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი, რომელიც ტრავმის გამო იყო გამოწვეული ეროვნულ ნაკრებს მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე უბრუნდება.
ვაისის გუნდში გამოძახებულები არიან მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი); თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).
კიდევ რამდენიმე ფეხბუთელს, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს. მათ შორის ორი, ლევან გეგეჭკორი („ტორპედო" ქუთაისი) და ბუდუ ზივზივაძე („დინამო თბილისი" ) ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები არიან. ლაშა შერგელაშვილი („რიგასი", ლატვია) და ბაჩანა არაბულიც („პუშკაშ-აკადემია", უნგრეთი) ვაისის ყურადრების ქვეშ მოექცნენ.
მორიგი სანაკრებო თამაშებისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ოქტომბერს შეიკრიბება და ტრადიციულად, სამზადისს თბილისში, სკ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გაივლის. ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს რიგაში, ჩვენი გუნდი ლატვიას დაუპირისიპირდება. საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, „დინამო არენაზე" 13 ოქტომბერს, 20 საათზე გამართავს.





ჩვენ








