
ილია თოფურია 10 და 15 რაუნდისთვისაც მზად იყო, თუმცა, მას ქამრის შესანარჩუნებლად მხოლოდ 3 რაუნდი დასჭირდა. ქართველმა პირობა შეასრულა და მეტოქეს ორთაბრძოლის დაწყების პირველი წამებიდან ოქტაგონზე „ადგილისკენ მიუთითა".
UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შესანარჩუნებლად, ქართველი აბუ დაბიში ამერიკელ მებრძოლ მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თოფურია ბრძოლოს დასაწყისიდან აქტიური იყო და შეხვედრის დაწყების პირველი წუთებიდან უპირატესობას დაეუფლა, რაც სამ რაუნდში მეტოქის ნოკაუტით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ, ჩემპიონის ტიტული და შესაბამისად ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიგო, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ. შემდეგ ქამარი თბილისშიც შემოასეირნა, ცოტა დაისვენა და დღეს, კარიერაში პირველად დაიცვა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართველს შერეულ ორთაბრძოლებში 16 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს.
აბუ დაბიში ილია თოფურიას ორთაბრძოლას ესპანელი სერხიო რამოსი ესწრებოდა. ჩვენი გვერდისთვის კი, ექსკლუზიური ფოტოები, ქართველმა ფოტოგრაფმა და ჩვენმა მეგობარმა ლაშა კუპრაშვილმა მოგვაწოდა, რომელმაც თოფურიას ბრძოლის გადასაღებად, საქართველოში მიმდინარე სპორტული მოვლენებისა და დატვირთული კალენდრის მიუხედავად, აბუ დაბიში ჩასვლა და მუშაობა მოახერხა.

TSFF.Ge მადლობას უხდის „კუპრას" მოწოდებული ფოტოებისთვის.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი #კუპრაფეხბედნიერი





ჩვენ







