საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ევრო შესარჩევს იწყებს
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ევრო შესარჩევს იწყებს
28.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

6 ნოემბრიდან, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დაიწყებს ასპარეზობას. ქართველთა გუნდი მე-3 ჯგუფში ისლანდიის, საბერძნეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ტიტე კალანდაძის გუნდი, ახალ შესარჩევს, ხალკიდაში, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრები ექვს შეხვედრას გამართავს. მათ შორის პირველ და ბოლოს სტუმრად.


6 ნოემბერი / საბერძნეთი - საქართველო

10 ნოემბერი / საქართველო - ისლანდია

12-13 მარტი / საქართველო - ბოსნია ჰერცეგოვინა

15-16 მარტი / ბოსნია ჰერცეგოვინა - საქართველო

7-8 მაისი / საქართველო - საბერძნეთი

11 მაისი / ისლანდია - საქართველო


ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის, რომელის ფინალური ეტაპიც ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში, 2026 წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატში მასპინძლის რანგში ზემოთხსენებული ქვეყნების გარდა, მონაწილეობის უფლება უკვე განაღდებული აქვს საფრანგეთსაც, რომელმაც ტიტული 2024 წლის ჩემპიონატზე მოიგო, რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს, დებულების თანახმად, მომდევნო ეტაპზე რვა საკვალიფიკაციო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ავტომატურად გავა. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს 4 საუკეთესო მესამეადგილოსან გუნდაც.